ქარიშხალი „ირენი“ ბაჰამას კუნძულებიდან შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს უახლოვდება.
ქარის სიძლიერე საათში 185 კილომეტრს აღწევს. ის მესამე კატეგორიის შტორმია ქარიშხლების 5 ბალიან შკალაში.
ქარიშხალი „ირენი“ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი შტორმია, რომელიც ფლორიდის შტატს ემუქრება.