ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა ჯაზის პიონერი ჰორას სილვერი


ჰორას სილვერი 85 წლის ასაკში, ნიუ იორკის შტატის ქალაქ ნიუ როშელში გარდაიცვალა.

ჯაზ პიანისტი და კომპოზიტორი ჰორას სილვერი 85 წლის ასაკში, ნიუ იორკის შტატის ქალაქ ნიუ როშელში გარდაიცვალა .
არაჩვეულებრივი კარიაერის მანძილზე, რომელიც გასული საუკუნი 40-იან წლებიდან იწყებს სათავეს, სილვერს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა:
„მე მინდოდა რომ ადამიანებს ეფიქრათ ჩემი მუსიკით.“ ეს სიტყვები მან 1981 წელს ბიოგრაფიულ ინტერვიუში ჯაზ მწერალთან და ფოტოგრაფთან, ბობ როზენბაუმთან საუბრისას წარმოთქვა.

ბობ როზენბაუმა ახლახანს გაიხსენა მუსიკოსთან შეხვედრები და ჰორას სილვერის ცხოვრების დეტალები:

„ის მუსიკალურ ოჯახში დაიბადა, კეიპ ვერდეში. ოჯახის მეგობრები თითქმის ყოველ კვირას იკრიბებებოდნენ და მუსიკას უკრავდნენ.“
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ წარმატებული პიანისტი იყო, მუსიკალურ სამყაროში ჰორას სილვერის სახელი მის კომპოზიციებს და არანჟირებებს უკავშირდება. მის ყველაზე ძლიერ მხარედ ითვლებოდა ჯაზ კილოების შექმნა მრავალი მიმართულების ერთად თავმოყრით.

„ყოველთვის ვიყენებდი მცირედს ყველა მხრიდან და ერთმანეთში ვურევდი,“ აცხადებს მუსიკოსი. მისივე თქმით „ როგორც ადრე, ისე ახლაც მიყვარს ბლუზი, გოსპელი, ლათინური რითმი, ბროდვეის და კლასიკური მუსიკა.“

სილვერმა დაკვრა კლუბებში დაიწყო, თავდაპირველად მშობლიურ ქალაქ ჰარტფორდში, კონექტიკუტის შტატში.

მართალია კლუბში მუსიკოსისთვის იდეალური გარემო არ იყო, თუმცა ერთი პლიუსი მაინც ჰქონდა, კლუბის მეპატრონეები ზოგჯერ სახელოვან მუსიკოსებს იწვევდნენ. მათ შორის იყო ცნობილი საქასაფონისტი სტან გეცი. 1950 წელს ერთ-ერთ ასეთ საღამოს სტან გეცს დაკვრა კლუბის მუსიკოსებთან ერთად მოუწია.

„მას ძალიან მოეწონა ჰორასი და პირდაპირ შესთავაზა ტურებზე გაყოლა“ იხსენებს ბობ როზენბაუმი.

სტან გეცთან ტურის დასრულების შემდეგ, ჰორას სილვერმა დაიწყო ნიუ იორკის ცნობილ კლუბ „ბერდლენდში“ სარეპეტიციოდ სიარული, ვინაიდან მას სახლში ინსტრუმენტი არ ჰქონდა.სწორედ „ბერდლენდში“ მოხდა მისი შეხვედრა იმ დროის გამოჩენილ ჯაზ მუსიკოსებთან, რომელთა შორის იყო დრამერი არტ ბლეიკი. ამ უკანასკნელთან თანამშრომლობამ კი „ ჯაზ მესენჯერების“ შექმნას ჩაუყარა საფუძველი.

როგორც ბობ როზენბაუმი იხსენებს, „ჰორასი იყო „ჯაზ მესენჯერების“ შექმნის ინიციატორი და სულისჩამდგმელი. მათ ერთობლივად შექმნეს დაბალანსებული ჟღერადობა, ისეთი, როგორიც მანამდე არ არსებობდა. ძირითადად მათ აიღეს ფუძედ ბი-ბოპი, რომელიც მელოდიურად და რითმულად ძალიან მიმზიდველია და წინა პლანზე წამოწიეს საყვირები, რაც მათ კომპოზიციებს ორკესტრული ჟღერადობა შეჰმატა“

„ჯაზ მესენჯერებთან“ მუშაობამ ჰორას სილვერი ცნობილ ბლუ ნოუტის სტუდიასთან დააკავშირა. რომელთან თანამშრომლობაც 25 წელი გაგრძელდა.
25 წლის თავზე ჰორას სილვერს მოუწია „ბლუ ნოუთის“ სტუდიის მიტოვება და დამოუკიდებელი გზების ძიება, რაც საკუთარი ჩამწერი სტუდიის ჩამოყალიბებით დაგვირგვინდა. სილვერის მთავარ ამოცანად იქცა ისეთი მუსიკის შექმნა, რომელიც მსმენელს ფიქრის უნარს გაუღვივებდა. ჰორასმა დაწერა ექსპერიმენტული კომპოზიციების ტრილოგია, რომელშიც უცნაური მუსიკალური ინსტრუმენტების და ხმების კომბინაციების შერწყმა მოახერხა. 1981 წელს ლეგენდარულ მომღერალ ბილ ქოსბისთან ერთად კი მან იმუშავა საბავშო პროექტზე „GUIDES TO GROWING UP”.


“გულის სიღრმეში ის გრძნობდა, რომ მისი მისია არ შემოიფარგლებოდა კლუბში დაკვრით და საღამოობით მსმენელის გართობით, არამედ მას მუსიკით თავისი სიტყვა უნდა ეთქვა. აცხადებს, ბობ როზენბაუმი.
ჰორას სილვერი ცხოვრების მისია სწორედ მსმენელამდე ამ გზავნილების მიტანა გახდა.

როგორც ჰორას სილვერმა განაცხადა : „უნდა დაწერო, ჩაწერო და მსემენალმდე მიიტანო ისეთი მუსიკა, რომელიც გაუძლებს ყველა დროის გამოცდას.“
XS
SM
MD
LG