ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰესტონ ფრენსისის ახალი კრებული


ჰესტონ ფრენსისის ახალი კრებული
ჰესტონ ფრენსისის ახალი კრებული

ახალბედა მომღერალისა და გიტარისტის ჰესტონ ფრენსისი მსმენელის წინაშე ახალი კრებულით წარსდგა. კრებულის სახელწოდებაა „warm human, cold world” და ის კარიბული მუსიკის მოტივებზეა შექმნილი.

ჰესტონის მუსიკალურ სამყაროსთან შეხება დომინიკის რესპუბლიკაში რადიოს უკავშირდება, როგორც თავად მუსიკოსი იხსნებს სიმღერისადმი განსაკუთრებული სიყვარული მას წლების განმავლობაში ერთადერთი რადიოსადგურის სმენის დროს გაუღვივდა:

„როდესაც ვიზრდებოდი დომენიკის რესპუბლიკაში, მხოლოდ ერთი რადიოსადგური დი-ბი-ესი არსებობდა. ახლა ბევრი სხვა სადგურებიც გაიხსნა. მაშინ კი დიდი არჩევანი არ გვქონდა, სურვილისამებრ ვერ გადართავდი ჯაზ თუ როკ არხზე. ერთი და იგივე არხზე შეგეძლოთ მოგესმინათ ბარბარა სტრეიზანტიდან დაწყებული, პოლ მაკარტნით დამთავრებული. დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე პოლ მაკარტნისა და მაიკალ ჯექსონის სიმღერამ “Say, say, say”. ამიტომ ჩემს შემოქმედებაზე გავლენა იქონია განსხვავებულმა ჟანრის მუსიკამ.”

ჩემზე დიდი გავლენა იქონია ჯონ მეირის მუსიკამ, მეიერი ძალზედ ბუნებრივია და ამავე დროს მთლიანად შეპყრობილია მუსიკით. ასევე რეგეს მომღერალი ბერის ჰამონდიც ჩემთვის მისაბაძი მუსიკოსია. ის კარიბის კუნძულებიდანაა და რეგეს სტილში მღერის. ვოკალურად, მუსიკალურად და სიმღერების ტექსტის მიხედვით ჩემი აზით მას ბადალი არ ჰყავს. გამოდის, რომ მე ყველა სახის მუსიკას ვეთაყვანები.“

ჰესტონი შეერთებულ შტატებში, 10 წლის ასაკში ოჯახტან ერთად გადასახლდა. ის ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში დაფუძნდა. 20 წლის ასაკში კი უკვე ფართო აუდიტორიის წინაშე ასრულებდა თავის სიმღერებს. თვითნასწავლი მუსიკოსი ჰესტონ ფრენსისი აცხადებს, რომ საკუთარი კომპოზიციები ყოველთვის ბუნებრივად იწერებოდა:

„ყველაფერი რასაც ვწერ, პირადი ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე ხდება. ამასთან საბედნიეროდ შემიძლია ყველა შეგრძნებისა და ემოციის ქაღალდზე გადმოტანა და მუსიკაში ხორცშესხმა. ეს არის ისტორიები, უფრო სწორად ჩემი ისტორიები.’

სიმღერა „ამბები“ კრებულიდან „warm human, cold world”, ჰესტონის ერთ-ერთი ძველი ნაშრომია, სადაც სიყვარული ყველაფერს ამარცხებს:

„ ამ კრებულს საფუძვლად დაედო ჩემი სასიყვარულო თავგადასავალი, რომელიც დიდი ხნის წინ მოხდა. ურთიერთობა რომლის შემდეგაც მივხვდი, რომ არაჩვეულებრივია ცხოვრების მანძილზე საყვარელი ადმინის გვერდით ყოლა. ეს ცხოვრება ისედაც მძიმეა, ცივი, როგორც ქვის ჯუნგლი, ვფიქრობ რომ ცხოვრებაში გზის გაკვლევა უმჯობესია იმასთან ერთად, ვინც შენზე ფიქრობს და ზრუნავს.’’

იანვრის თვეში ჰესტონი თავის ბენდთან ერთად ნიუ იორკში მდებარე ისტორიულ თეატრში, აპოლოში წარსდგა მაყურებლის წინაშე. მანამდე კი ვაშინგტონში ლეგენდარულ ჯაზ კლუბში ბლუზ ელიში 2 კონცერტი გამართა, რომლებმაც ანშლაგით ჩაირა.

XS
SM
MD
LG