ჰენრი რაკი სამი წლის ჩვეულებრივი ბიჭუნაა. მას უყვარს უფროს ძმასთან და მამასთან თამაში. მასა ასევე უყვარს, როდესაც დედა წიგნებს უკითხავს ან ზღაპრებს უყვება. მაგრამ სამი წლის წინ მის მოვლინებას ამ ქვეყნად დიდი პრობლემები ახლდა თან. ის ძალიან პატარა წონის გაჩნდა და რამდენე თვის განმავლობაში სიკვდილს ებრძოდა. როგორც პატარა ჰენრის დედა იხსენებს, ჰენრიმდე მას კიდევ ერთი ბავშვი შეეძინა, ასევე მცირეწონიანი, რომელიც მალევე გარდაიცვალა:
„ეს არის ის, რაც არასდროს დაგავიწყდება, რაზეც ყოველდღიურად ფიქრობ.“
ნაადრევად მშობიარობა ახლშობილების სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზია. გადარჩენის შემთხვევაში ჯანმრთელობის მხრივ ასეთ ბავშვებს ხშირად პრობლემები ექნებათ. ნაადრევად ითვლება 37 კვირამდე გაჩენილი ახალშობილები. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო ცოტა ხანს იმყოფება დედის საშვილოსნოში ბავშვი, მით უფრო მძაფრად გამოვლინდება მათში ჯანმრთელობის პრობლემები. ნაადრევი მშობიარობას ხშირად თან ახლავს თავის ტვინის დაზიანებები, მხედველობის, სმენის და სუნთქვის სიძნელეები.
ჰენრის ქრონიკული ფილტვის დაავადება აღმოაჩნდა. გასულ წელს პნევმონიის გამო საავადმყოფოშიც კი აღმოჩნდა. სარა რაკის თქმით, ჰენრის კვლავ მოუწია სიცოცხლისთვის ბრძოლა:
„ქრონიკული ფილტვების დაავადდების გამო, ზამთარი მძიმე გადასატანი სეზონია ჩვენი ოჯახისთვის.“
ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარი ნაადრევი მშობიარობის სპეციალისტი ექიმი ალან გუთმაჩერი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას აცხადებს, რომ მიზეზი ნაადრევად მშობიარობის მეცნიერებისთვის ცნობილი არაა, ამიტომაც პრევენცია რთულდება.
მკვლევარები თვლიან, რომ გენეტიკა გარკვეულ როლს ასრულებს. რაკის ოჯახისთვის ის რისკ ფაქტორს წარმოადგენს. მაგრამ აქ სხვა ფაქტორებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ყველაზე ხშირად ნაადრევად იბადებიან ბიჭები, თუმცა ამის მიზეზის დადგენაც ვერ ხერხდება.
ამ პრობლემის შესასწავლად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გადაწყვიტა აწარმოოს კვლევა:
„ახლა დადგა დრო კოორდინირებული ძალისხმევისთვის, უნდა მოხდეს ამ პრობლემის მაღალ დონეზე განხილვა. ახალ ჩვენ გვაქვს ისეთი ტექნიკური და მეცნიერული მიღწევები, რომლებიც მანამდე არ გვქონია,“ - განაცხადა ალან გუთმაჩერმა ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტიდან.
ორგანიზაცია „March on Dimes” კვლევებში წამყვან როლს ასრულებს. ექიმი ედვარდ მაკიბი ორგანიზაციის მიერ წარმოებულ კვლევას ხელმძღვანელობს:
„მსოფლიოს მასშტაბით ნაადრევად 15 მილიონამდე ბავშვია დაბადებული. აქედან მილიონი სავარაუდოდ დაიღუპება, ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ეს შევცვალოთ.“
სწორედ მისი პირადი ტრაგედიის და მსგავსი სტატისტიკური მონაცემების გამო, სარა რაკი ცდილობს აქტიურად გაახმოვანოს არსებული მდგომარეობა.
„ ვფიქრობ, რომ 10 წლის შემდეგ, ჩემი გარდაცვლილი ბიჭუნას, ბენეტის მსგავსი შემთხვევები მარტივი სამედიცინო პროცედურების მოგვარდება. იმედია იმ სიმწარეს აღარ განიცდიან, რაც მე გადავიტანე.“