28 იანვარს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სროლის ხმა ისმოდა. ქვეყნის უმსხვილეს ქალაქ გომაში ქუჩაში გამოსულებს იქ ჯარისკაცთა ცხედრები დახვდათ, ადგილობრივი საავადმყოფოები კი დაჭრილებს ვერ აუდიან.
კონგოში ადგილობრივი პოლიცია და სამთავრობო ჯარები რუანდის მიერ მხარდაჭერილ M23-ის მებრძოლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ. გომაში M23-ის მებრძოლები ორშაბათს, 27 იანვარს შევიდნენ, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში მომხდარი ყველაზე დიდი ესკალაციის ფონზე.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ და გაეროს სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელმა დაადასტურეს, რომ გომაში რუანდის ჯარებიც იმყოფებიან. ისინი მხარს უჭერენ მათ M23-ელ მოკავშირეებს. რუანდამ განაცხადა, რომ თავს იცავს კონგოელი შეიარაღებული დაჯგუფებებისგან.
ერთი დღით ადრე, როცა M23-ის მებრძოლები ქალაქში შევიდნენ, დემონსტრანტებმა მასობრივი საპროტესტო აქცია მოაწყვეს. დედაქალაქ კინშასაში დემონსტრანტები თავს დაესხნენ გაეროს მთავარი ოფისისა და დასავლეთის რამდენიმე საელჩოს შენობას, მათ შორის - საფრანგეთის და შეერთებული შტატების საელჩოს კორპუსებს. აქციის მონაწილეები დასავლეთს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ.
Facebook Forum