უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ საერთასორისო ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" გუნდი, რომელიც რუსეთის ძალებმა მარიუპოლთან ახლოს დააკავეს, თავისუფალია. "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" წარმომადგენლები ალყაში მყოფ მარიუპოლელებთან ჰუმანიტარული დახმარების მიტანას ცდილობდნენ.
"წითელი ჯვრის" გუნდი ორშაბათს რუსული ძალების მიერ კონტროლირებულ ქ. მანუშში ადგილობრივი პოლიციის შენობაში ჰყავდათ დაკავებული, მარიუპოლიდან დაახლოებით 20 კილომეტრში. მათი გათავისუფლება ადგილობრივი დროით ღამის საათებში მოხდა.
"ეს დიდი შვებაა ჩვენთვის და მათი ოჯახებისთვის" - ნათქვამია ჟენევაში დაფუძნებული ორგანიზაციის პრესრელიზში.
"წითელი ჯვრის" განცხადების მიხედვით, ისინი ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას მარიუპოლში პარასკევიდან მოყოლებული ცდილობდნენ. ორგანიზაცია არ აზუსტებს, თუ რამდენი ადამიანი დააკავეს მანუშში. გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილზე "წითელი ჯვრის" 9 წარმომადგენელი მუშაობდა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ირინა ვერეშჩუკი ამბობს, რომ ჰუმანიტარული ჯგუფის წევრები რუსეთის ძალებთან მოლაპარაკების შემდეგ გაათავისუფლეს. ისინი უკან, ზაპოროჟიეში გაამგზავრეს. ზაპოროჟიეს უკრაინის მთავრობა აკონტროლებს.
Facebook Forum