ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლინდსი გრემი: რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ჩაერია


ამერიკელი სენატორები გრემი, მაკკეინი, კლობუჩარი, რიგა, 28 დეკემბერი, 2016
ამერიკელი სენატორები გრემი, მაკკეინი, კლობუჩარი, რიგა, 28 დეკემბერი, 2016

გავლენიანი ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის განცხადებით, რუსეთი ჩაერია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში და შესაბამისად, კრემლი მკაცრ პასუხს მიიღებს.

გრემმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ 2017 წელს, შეერთებული შტატების კონგრესი რუსეთის მონაწილეობას გამოიძიებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ კონგრესი ორპარტიული შეთანხმების საფუძველზე სანქციებს დააწესებს, რომლებიც რუსეთზე ძალიან მძიმედ იმოქმედებს, განსაკუთრებით კი ვლადიმირ პუტინზე პირადად.

„დროა,რუსეთმა გაიგოს, რომ საკმარისია.“ მოსკოვმა, თავის მხრივ, წარსულში უარყო 8 ნოემბრის არჩევნების შედეგებზე გავლენის მცდელობის ბრალდება.

გუშინ, გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ განცხადებით, ობამას ადმინისტრაციამ, შესაძლოა ამ კვირის ბოლომდე გამოაცხადოს, თუ რა ზომების გატარებას გეგმავს რუსეთის დასჯის მიზნით, არჩევნებში მისი მონაწილეობის საპასუხოდ. აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობთ, ამ ზომებმა შესაძლოა ეკონომიკური სანქციები და დიპოლომატიური ზომები მოიცვას.

სენატის დაზვერვის კომიტეტის ვიცე-ხელმძღვანელმა, დემოკრატმა სენატორმა დაიენ ფაინსტაინმა ამერიკის ხმას უთხრა, რომ რუსეთის არჩევნებში ჩარევის ფაქტი აშკარაა, და რომ მოსკოვი ინფორმაციას ორივე მხარიდან აგროვებდა, თუმცა გამოაქვეყნა მხოლოდ ერთი მხარის მონაცემები, არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით.

გრემმა ეს განცხადებები რიგაში გააკეთა. მასთან ერთად არიან სენატორები ჯონ მაკკეინი და ემი კლობუჩარი. მაკკეინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუხედავად უცნაური გარემოებებისა, ვაშინგტონი გააგრძელებს ნატოს მხარდაჭერას. "ჩვენ, ისევე როგორც ვფიქრობ, სენატის უმრავლესობას, გვჯერა, პუტინის მოქმდებები მიუღებელია."

XS
SM
MD
LG