ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში ნავთობზე ფასი იზრდება


მსოფლიოში ნავთობზე ფასი იზრდება
მსოფლიოში ნავთობზე ფასი იზრდება
სამშაბათს მსოფლიოში ნავთობზე ფასი 4%-ით გაიზარდა, რაც ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას და ეკონომიკაში დაფიქსირებულ დადებით ძვრებს უკავშირდება. ნიუ იორკის ბირჟაზე ერთ ბარელ ნედლ ნავთობზე ფასი 3 დოლარითა და 80 ცენტით გაიზარდა და 102 დოლარი და 63 ცენტი შეადგინა, ლონდონში კი იგივე ნედლი ნავთობის ფასი 111 დოლარი და 34 ცენტი გახდა.
ფასების მსგავსი ცვლილება ირანის მხრიდან აშშ-ის წინააღმდეგ გაჟღერებულ მუქარასთანაა დაკავშირებული. ირანმა აშშ-ი გააფრთხილა, რომ თუ ამერიკის სამხედრო გემები საერთაშორისო წყლებში ირანის საზღვრებს მიუახლოვდება ირანი შესაბამის ზომებს მიიღებს. როგორც ცნობილია, ჰორმუზის სრუტეში მილიონობით ბარელი ნავთობი მიედინება, რომლის გადაკეტვასაც თეირანი იმუქრება.

XS
SM
MD
LG