გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან 2 წელი გავიდა. მსოფლიო სავალუტო ფონდის განცხადებით 2011 -2012 წლებში მსოფლიოს ეკონომიკა 4 მთელი 5 მეათედი პროცენტით გაიზრდება. თუმცა როგორც სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტის ოლივერ ბლანჩარდის აცხადებს ზოგადად დადებითი პროგნოზების ფონზე შეიმჩნევა დისბალანსი ქვეყნის ეკონომიკებს შორის
„თუ გადახედავთ დეტალებს, ნახავთ რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში განვითერბულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა 2,5 მეათედი პროცენტით განისაზღვრება, მაშინ როდესაც განვითერებად ქვეყნებში ეს ციფრი დაახლოებით 6,5 პროცენტს შეადგენს.“
ჩინეთის წლიური მოგება 9,6 % ია, მზარდი ეკონომიკური განვითერების ქვეყნებს შორის ის ლიდერია, შემდეგ 8 % ით მეორე ადგილზეა ინდოეთი. ბლანჩარდის განცხადებით მათთვის საშიშროებას წარმოადგენს ინფლაციის მაღალი მაჩვენებლები. განვითერებად ქვეყნებში კი ეკონომიკური ზრდა იმდენად უმნიშვნელოა, რომ უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა თითქმის შეუძლებელია.
"იმისათვის, რომ ეკონომიკურმა გაჯანსაღებამ მყარი ხასიათი მიიღოს განვითარებულმა ქვეყნებმა ფისკალურ კონსოლიდაციას უნდა მიაღწიონ. ეკონომიკური ზრდა შეიმჩნევა მაშინ, როდესაც პროდუქციაზე გაიზრდება გარე მოთხოვნა. ამის პარალელურად განვითარებადმა ქვეყნებმა ნაკლებად უნდა იზრუნონ იმპორტზე და საკუთარი შიდა პროდუქცია უნდა აწარმოონ.“
ბლანჩარდის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკის დაბალნსებისთვის აუცილებელია იმ ქვეყნების ვალუტა, რომელთა ღირებულება გაუფასოებულია ჩქარი ტემპებით გადაფასდეს
„განვითარებადი ქვეყნების ვალუტის გადაფასება მნიშვნელოვანი გასაღებია გლობალური რეგულაციის საქმეში. ეს არაა ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია"
შეერთებულ შტატები უკვე დიდი ხანია ჩინეთს ბრალდებებს უყენებს ჩინეთის ვალუტის ხელოვნურად შეკავების გამო. ამ ბრალდებებს ჩენთი უარყოფს და აცხადებს, რომ ვალუტის ფასის ზრდა უნდა მოხდეს თანდათანობით და ნელ-ნელა.
ეკონომისტების ნაწილს მიაჩნია, რომ დღესდღეობით გლობალურ ეკონომიკას საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილური მდგომარეობა და ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა.
საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი მარკუს ნოლანდის განცხადებით
„ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა გაჯანსაღების ეტაპზე მყოფი ეკონომიკსთვის. დესტაბილიზაციის გამო ბაზარზე შემცირებულია ნავთობის გაყიდვამ რაც შესაბამისად მარლა წევს ფასებს. ეს კი თავის მხრივ აფერხებს ეკონომიკურ ზრდას.“
ევროპაში შექმნილი პრობლემები საგარეო ვალებთან დაკავშირებით, ასევე გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთ სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს. ოლივერ ბლანჩარდის თქმით ჯერ ადრეა საუბარი იმაზე თუ რამდენად ეფექტურად იმოქმედებს ევროპის ძლისხმევა ირლანდიის, საბრძნეთისა და პორტუგალიის ეკონომიკების სტაბილიზაციის საქმეში.
„მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ირლანდიას, საბრძნეთსა და პორტუგალიას მაკრო ეკონომიკური და ფისკალური ცვლილელების შეტანა მოუწევთ, რასაც სავარაუდოდ რამდენიმე წელი დასჭირდება"
მსოფლიო ეკონომიკის სურათს კიდევ უფრო ამძიმებს იაპონიაში მომხდარი ტრაგედია. თუმცა. ეკონომისტები ვარაუდობენ. რომ ეკონომიკური ზრდა მხოლოდ მინიმალურად შეფერხდება, რაც შეეხება იაპონიის რეკონსტრუქციის პროცესს ეს სავარაუდოდ დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.