სამშაბათს ამერიკის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება. შეხვედრა თეთრ სახლში შედგება. ერთდღიანი ოფიცილაური ვიზიტის ფარგლებში გერმანელ სტუმარს თეთრი სახლის სამხრეთით მდებარე ეზოში ცხრამეტი ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლით შეეგებებიან. საღამოს კი სადილი დააგვირგვინებს. ანგელა მერკელი ასევე შეხვდება ვიცე პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს, სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს და მიიღებს ასევე პრესტიჟულ პრეზიდენტის თავისუფლების მედალს. მხარეები ისაუბრებენ ევროზონაში შექმნილ საკრედიტო დავალიანებებზე, ავღანეთის ომსა და ლიბიაზე. ასავე განიხილავენ დომენიკ სტრაუს კანის შემცვლელის საკითხს.