ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველმა თინეიჯერებმა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში პირველი და მესამე ადგილები მოიპოვეს


ორმა თინეიჯერმა საქართველოდან ეკატერინე ფიფიამ და ნია დონღვანმა ჭადრაკში მსოფლიო სასკოლო ონლაინ ჩემპიონატში პირველი და მესამე ადგილები მოიპოვეს. ჩემპიონატში 37 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

17 წლამდე ასაკის ქალთა ჩემპიონატში 40 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოდან მესამე მონაწილე დიანა ლომაია, იყო, რომელმაც მე-12 ადგილი მოიპოვა.

საქართველოს ჭადრაკის ასოციაციამ გამარჯვებულებს „ფეისბუქ“ გვერდზე მიულოცა.

ფიფიამ 9-დან 8 ქულა მოიპოვა და ჩემპიონატში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მეორე ადგილზე ირანელი ანაჰიტა ზაჰედიფარი გავიდა, მესამეზე კი - ქართველი ნია დონღვანი.

ჩემპიონატში 14 წალმდე კატეგორიაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ორი წარმომადგენელი - მარიამ სიჭინავა და მარიამ დოლაქიძე. მათ 38 მონაწილეს შორის მე-11 და 28-ე ადგილები მოიპოვეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG