ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ქართული ოცნება" და "ლელო" ბრიუსელში შეხვედრებზე საუბრობენ


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე ბრიუსელში ვიზიტს აჯამებს. პოსტში მას ევროპელი მაღალჩინოსნები ჰყავს დასახელებული, რომლებსაც ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. კობახიძე აცხადებს, რომ „ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს „ქართულ ოცნებას" დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის. „ქართული ოცნება“ შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში“, წერს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.

დავასრულე მორიგი ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი: - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს 🇪🇺 - ევროკომისარს სამეზობლო...

Posted by ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze on Wednesday, April 21, 2021

ბრიუსელში იმყოფება ოპოზიციის ნაწილიც. „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობენ. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრისას, ისინი შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ევროდეპუტატების ჯგუფი, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს.

“ევროპარლამენტის მხრიდან არის სრული მზაობა, გააკონტროლონ პროცესი ამ ხელშეკრულების სრულად განსახორციელებლად და შეიქმნას დამკვირვებელთა ჯგუფიც კი, რომელიც გააკონტროლებს, რამდენად ზედმიწევნით შესრულდება ყველა ის პუნქტი, რომელიც გაწერილია ხელშეკრულებაში. ევროპარლამენტარების მხრიდან არის მოლოდინი და გარკვეულწილად მოთხოვნაც, რომ ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ ამ ხელშეკრულებას, რადგან მათი მხრიდან არის სრული მზაობა, გააკონტროლონ პროცესი ამ ხელშეკრულების სრულად განხორციელების და ევროპარლამენტში შეიქმნას დამკვირვებელთა ჯგუფიც კი, რომელიც გააკონტროლებს, რამდენად ზედმიწევნით შესრულდება ყველა ის პუნქტი, რომელიც გაწერილია ამ ხელშეკრულებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და ამისათვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მათი მოსაზრებები“, განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG