ნიუ-იორკი —
ამერიკის ხმა: პრეზიდენტი სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ესაუბრა საზღვართან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. გეგმავთ თუ არა ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრას რუსეთის დელეგაციასთან?
მაია ფანჯიკიძე: არა რასაკვირველია რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრები დაგეგმილი არ არის, მაგრამ ის რაც ხდება საქართველოში არის ყველა ჩემი გამოსვლის მთავარი თემა. მაქვს 5 გამოსვლა სხვადასხვა პანელებზე და ყველა მათგანზე ვაპირებ ვისაუბრო, თუ რა ხდება საქართველოს ეგრეთწოდებულ საოკუპაციო ზოლის გასწვრივ. საქმე ეხება მავთულხლართების გაბმას და თხრილების გათხრას.
ამერიკის ხმა: გამოსვლების გარდა რა ქმედებები შეიძლება დაუპირისპიროთ ამ მოვლენებს?
მაია ფანჯიკიძე: დიპლომატიური ძალისხმევა არის ჩვენი ერთადერთი გამოსავალი, რადგან ჩვენ ძალას არ გამოვიყენებთ. ჩვენი ერთერთი მიზანი არის, რაც შეიძლება მეტი საერთაშორის მხარდაჭერა მოვიპოვოთ.
ჩვენ ეს შევძელით ცოტა ხნის წინ, როდესაც იყო ევროკავშირის განცხდება, როდესაც იყო შეერთებული შტატების სენატის და სენატორ ენგელის განცხადება. ამ მხარდაჭერის გაძლიერება არის ჩვენი ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი.
ამერიკის ხმა: რომელ შეხვედრას გამოარჩევდით ყველაზე მეტად?
მაია ფანჯიკიძე: ბევრ ქვეყანასთან გვქონდა შეხვედრა ისეთებთანაც, რომლებთანაც ხშირად კონტაქტის საშუალება არ გვაქვს.
დავამყარეთ ურთიერთობები რეზოტოსთან,რაც გულისხმობს საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვენერიტეტის აღიარებას, გარდა ამისა რამდენიმე მემო რანდუმს მოვაწერეთ ხელი სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების დაწყევის თაობაზე.
ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერე პანამის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების უვიზო მიმოსვლის შესახებ,.
გამოვყოფდი შეხვედრას ირას საგარეო საქმეთა მინისტრთან. არის დაგეგმილი ევროკავშირის პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრა. დაგეგმილია სუამის სამიტი, რომელსაც სავარაუდოდ სახელმწიფო მდივანი კერი დაესწრება.
ამერიკის ხმა: პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ხვალინდელი გამოსვლა იქნება მწვავე და მიმართული რუსეთის მხარისკენ. გაქვთ თუ არა ინფორმაცია მისი გამოსვლის შესახებ?
მაია ფანჯიკიძე: გამოსვლის ტექსტი ჯერჯერობით არ მინახავს, მაგრამ პრეზიდენტმა შემომთავაზა გავეცნო შინაარსს და თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს რაიმე შენიშვნა ექნება, შეგვიძლია შესწორებები შევიტანოთ.
ამერიკის ხმა: პროტოკოლის თანახმად, რამდენი ხნით ადრე შეიძლება გაეროს გამოსვლის ტექსტის შეცვლა?
მაია ფანჯიკიძე: ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მოვლენები ძალიან სწრაფად იცველა. ასე რომ, ტექსტზე ბოლო წუთამდე მუშაობა ნორმალურია.
ამერიკის ხმა: თვლით თუ არა, რომ პრეზიდენტის განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით მკაცრი უნდა იყოს?
მაია ფანჯიკიძე: ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ასე, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ამ თემას უნდა ეხებოდეს. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ გვაქვს მხოლოდ დიპლომატიური ინსტრუმენტები, რათა ამ სიტუაციას გავუმკლავდეთ. გაეროს ტრიბუნა არის ყველაზე მაღალი ტრიბუნა, საიდანაც შეიძლება ეს პრობლემა გაჟღერდეს.