მესამე დღეა, ბიზნესმენ დავით კოდუაზე თავდასხმის ფაქტი ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ თემად რჩება. კოდუას დღის სამ საათზე, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, მაშინ გაუსწორდნენ, როცა ოთხი წლის შვილი სალონში ჰყავდა მიყვანილი.
კლინიკურად პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა, დავით კოდუა იმყოფება მართვით სუნთქვაზე და სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ.“
თვითმხილველი ყვება, რომ კოდუას მობილურზე დაურეკეს და გარეთ გასვლა სთხოვეს. ბიზნესმენი დაცვის გარეშე იყო და ქუჩაში მარტო გავიდა. მას სამი-ოთხი პირი დაესხა თავს. თავდამსხმელები ნიღბებში იყვნენ და კოდუა სასტიკად სცემეს.
ბიზნესმენი სასწრაფომ ჯერ რკინიგზის საავადმყოფოში მიიყვანა, შემდეგ - ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტი ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება. არ გამორიცხავენ, რომ დავით კოდუა სამკურნალოდ უცხოეთში გადააფრინონ. მკურნალი ექიმი თეონა ხოჭუა ამბობს:
„პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მას განმეორებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, მათ შორის, თავის ტვინის კომპიუტერული გამოკვლევა. დადგინდა რომ აქვს, ძალიან მცირე ზომის სისხლჩაქცევა. კლინიკურად პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა, დავით კოდუა იმყოფება მართვით სუნთქვაზე და სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ.“
დავით კოდუაზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში, პოლიციას კოდუას ყოფილი მეგობარი, ასევე ბიზნესმენი ნოშრევან (ნოშიკო) ნამორაძე ჩაბარდა. მან კოდუაზე თავდასხმა პირადი შურისძიებით ახსნა.
ნამორაძე ამტკიცებს, რომ 2008 წელს, 50%-იან წილს ფლობდა კომპანია "ტიფლის დეველოპმენტში". ამ სამშენებლო ბიზნესის წართმევის მიზნით, 2008 წელს, დავით კოდუას ძმამ, გენერალმა ერეკლე კოდუამ, რომელსაც მაშინ შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) უფროსის თანამდებობა ეკავა, ნარკოტიკები ჩაუდო, დააპატიმრა.
დაკავებულის სიტყვებით, სახელმწიფომ გათავისუფლების სანაცვლოდ, მას საპროცესო გაუფორმა, გირაო 500 000 ლარი გადაახდევინა და ბოლოს ბიზნესიც დაათმობინა. ერეკლე კოდუა ამჟამად ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. ნაწყვეტი ნოშრევან ნამორაძის ჩვენებიდან
„დათო და ერეკლე კოდუებმა დაგეგმეს ჩემი დაჭერა. შემომივარდნენ სახლში, ჩამიდეს ნარკოტიკი და დამიჭირეს. ამის სანაცვლოდ წაიღეს მთელი ჩემი ქონება, გადამახდევინეს ნახევარი მილიონი ლარი, ვიყავი „ტიფლის დეველოპმენტის“ დამფუძნებელი,ნოშრევან ნამორაძე, პატიმარი
„დათო და ერეკლე კოდუებმა დაგეგმეს ჩემი დაჭერა. შემომივარდნენ სახლში, ჩამიდეს ნარკოტიკი და დამიჭირეს. ამის სანაცვლოდ წაიღეს მთელი ჩემი ქონება, გადამახდევინეს ნახევარი მილიონი ლარი, ვიყავი „ტიფლის დეველოპმენტის“ დამფუძნებელი, გადაიფორმეს ყველაფერი, წამართვეს ქონება, ამახიეს.“
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თავად ნოშრევან ნამორაძე სამშენებლო კომპანია „ტიფლის დეველოპმენტის“ (ყოფილი „X ჯგუფი საქართველო“ და „სითი ჯგუფი საქართველო“) პარტნიორი არასოდეს ყოფილა. 25-25% - ამ კომპანიაში, მისი მეუღლე და დედა ფლობდნენ, ხოლო დანარჩენი 50%, დამფუძნებელ-პარტნიორს გიორგი ზაქაიძე ეკუთნოდა.
ამჟამად, „ტიფლის დეველოპმენტის“ მეპატრონე ყაზახეთის მოქალაქე აზამატ სმაგულოვია, გიორგი ზაქაიძეს კი კომპანიის დირექტორის თანამდებობა უჭირავს.
გიორგი ზაქაიძე დღეს ამბობს, რომ სინამდვილეში, „ტიფლის დეველოპმენტში“ 50%-იანი წილიდან, რომელიც ნამორაძის მეუღლესა და დედაზე ფორმალურად იყო გაფორმებული, 25% - დავით კოდუას საკუთრება იყო. ზაქაიძე ნამორაძესაც და კოდუასაც "ნაძირლებს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ მათ „ტიფლის დეველოპმენტი“ გაანადგურეს.
"ნამორაძე და კოდუა ორივე ირიბად ჩემი პარტნიორები იყვნენ, კოდუა საერთოდ არ ჩანდა და ნამორაძეს წილი ცოლზე და დედაზე ჰქონდა გაფორმებული. ორივემ მომატყუა. მიწის ნაკვეთი ვიყიდეთ, 700 ათასს დოლარად, მშენებლობა ბანკის კრედიტით დავიწყეთ, რომელიც მე გამოვიტანე.
ნოშიკო ნამორაძე მპირდებოდა, რომ შემოიტანდა ფულს და ერთ სადარბაზოს თვითონ ააშენებდა. 350 ათასი დოლარი უნდა შემოეტანა, სინამდვილეში, ერთი ლარი არ შემოუტანია კომპანიაში, მაგრამ ჩვენგან მიიღო მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი, ასევე სახლი, ორი ძვირადღირებული ავტომობილი, აგარაკი ბაკურიანში..
ნოშრევანი და კოდუა არიან ზუსტად ერთნაირი გარეწრები! მე საერთო ჯამში „ტიფლის დეველოპმენტში“ მოვიზიდე, მილიონ დოლარზე მეტი, არც ნამორაძეს და არც კოდუას კაპიკი არ შემოუტანიათ. მილიონები გაიტანეს და მაგათ ვალს მე მიხდი. მაჩვენოს ნოშრევან ნამორაძემ ან დავით კოდუამ თუნდაც 1 ლარი შემოტანილი ამ ბიზნესში, ჩემთვის ორივე საშინელი ადამიანია. მაგრამ, საშინელი დავით კოდუასგან განსხვავებით, ბინძური ნოშრევან ნამორაძე, რომელზეც ამდენი ხანია ხმას არ ვიღებდი, ისეთი ნაძირალაა, რომ იქეთ მიჩივის. იმის ნაცვლად, რომ გაჩუმდეს, რომ ამდენი ფული არ მოვთხოვოგიორგი ზაქაიძე, „ტიფლის დეველოპმენტის“ დირექტორი
ნოშიკომ თავის დროზე მთხოვა, რომ ვყოფილიყავი მისი მეჯვარე და ბავშვის ნათლია, რესტორან "ქალაქურში" ქორწილიც კი კომპანიის ფულით გადავუხადე... საერთო ჯამში, „ტიფლის დეველოპმენტიდან“ ნოშიკომ გაიტანა, 1300 კვადრატული მეტრი ფართი, ზოგი ფულის, ზოგი ბინების სახით; 1300 კვ მეტრზე მეტი გაიტანა - დათო კოდუამ. ნოშრევანი და კოდუა არიან ზუსტად ერთნაირი გარეწრები!
მე საერთო ჯამში, „ტიფლის დეველოპმენტში“ მოვიზიდე, მილიონ დოლარზე მეტი. არც ნამორაძეს და არც კოდუას კაპიკი არ შემოუტანიათ. თავიდან ვყიდდით "ჰაერს", 2008 წლის აგვისტოს ომის მერე გაგვიჭირდა, მშენებლობას ვეღარ ვაგრძელებდით, ბანკმა კრედიტის მოცემა შეაჩერა. როცა ფული მოვთხოვე, მივხდი რო ორივე მატყუებდა.
სექტემბერში, სოდ-მა ნარკოტიკი ჩამიდო და დამაპატიმრეს, დააკავეს მამაჩემიც. მეორე დღეს, ასევე დააკავეს ნამორაძეც. ციხიდან რო გამოვსულიყავი, 180 ათასი დოლარის ქონება სახელმწიფოს გადავუფორმე. მაჩვენოს ნოშრევან ნამორაძემ ან კოდუამ თუნდაც, 1 ლარი შემოტანილი ამ ბიზნესში. ჩემთვის ორივე საშინელი ადამიანია.
მაგრამ, საშინელი დავით კოდუასგან განსხვავებით, ბინძური ნოშრევან ნამორაძე, რომელზეც ამდენი ხანია ხმას არ ვიღებდი, ისეთი ნაძირალაა, რომ იქეთ მიჩივის.
იმის ნაცვლად, რომ გაჩუმდეს, რომ ამდენი ფული არ მოვთხოვო, წარმოიდგინეთ, იქეთ მიჩივის. ბიზნესიდან მილიონები გაიტანეს და დღემდე მე ვიხდი მაგათ ვალს" - ამბობს ბიზნესმენი გიორგი ზაქაიძე, რომელსაც თავის მხრივ, თბილისს ყოფილ მერთან, გიგი უგულავასთან კორუფციულ ურთიერთობებში ადანაშაულებენ.
მთავარი პროკურატურა ჯერ არაფერს ამბობს, რა როლი ითამაშეს, წილის დათმობის პროცესში ძმებმა კოდუებმა და სინამდვილეში, რა მოხდა სამშენებლო კომპანია „ტიფლის დეველოპმენტის“ ირიბ და ფარულ პარტნიორებს შორის.
პროკურატურის ინფორმაციით, ნოშრევან ნამორაძე კომპანიაში წილის დაბრუნებას, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის შემოდგომიდან ითხოვს. 2010 წლიდან, ნამორაძე სამშენებლო კომპანია VR Holding დამფუძნებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავიდან გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო, მოგვიანებით კი ძიება 118-ე „ჯანმრთელობის, განზრახ მსუბუქი დაზიანების“ მუხლით გაგრძელდა.
დაცვის მხარე ამ ფორმულირებას არ ეთანხმება და ნამორაძის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს. თავად თავდამსხმელი ამ დრომდე ამტკიცებს, რომ დავით კოდუას მარტომ სცემა. სისხლის სამართლის საქმის ამ მუხლებით წარმართვა კოდუას ოჯახის წევრებს აფიქრებინებს, რომ ვენდეტაში ხელისუფლებაც არის ჩარეული.
ომბუდსმენმა უკვე მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოკლეს ვადებში მოიძიონ და შეკრიბონ ყველა შესაძლო მტკიცებულება, მათ შორის, ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და თვითმხილველთა ჩვენებები.
სახალხო დამცველი ამავე დროს, დაუშვებლად მიიჩნევს, თუნდაც დანაშაულის არსებობისას, კერძო პირების მიერ თვითნებურად, შურისძიების მოტივით, ნებისმიერი პირის დასჯასა თუ დასჯის მცდელობას.
P.S. საღამოს, მთავარმა პროკურატურამ კიდევ ერთი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოძიება უკვე 118-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც „ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“. სასამართლოს წარედგინა სათვათვალო ვიდეოკამერიდან ამოღებული მასალაც.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძეს და მის უცნობ თანამზრახველებს, რომლებიც ამ დრომდე არ დაუკავებიათ, 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ელით.
დაზარალებული დავით კოდუას დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთნ მჭიდრო კავშირების გამო, ბიზნესმენი ნამორაძე შეიძლება, პატიმრობიდან საერთოდ გაათავისუფლონ.