ამერიკის უზენაესმა სასამართლომ მოისმინა ორი საქმიდან ერთ-ერთი მთავარი, ერთსქესიანი ქორწინების შესახებ. სასამართლოს შენობის გარეთ ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა სამართლიანობის დაცვისთვის, რათა მოესმინათ თუ რა არგუმენტები არსებობს პირველ საქმეზე, რომელიც უზენაეს სასამართლოში შევიდა და ის კალიფორნიის შტატში ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვას ეხება.
მოლოდინი და ნერვიულობა ეტყობოდათ სახეზე ჯონ ლუის და სტუარტ გეფნის, 25 წლის გეი-პარტნიორებს. გეფნი ამბობს, რომ არსად სხვაგან არ უნდათ ახლა ყოფნა, ისტორია იწერება იქ, სადაც ისინი ახლა არიან.
სან-ფრანცისკოელი წყვილი იმ მოკლე პერიოდში დაქორწინდა როდესაც კალიფორნიამ ერთსქესიანი ქორწინება დაუშვა. ეს 2008 წლამდე, ინიციატივის კენჭისყრამდე მოხდა რომელიც მერვე შესწორების სახელით არის ცნობილი და შტატში მხოლოდ ჰეტეროსექსუალების ქორწინებას ცნობს. ფედერალურმა სასამართლოებმა აღნიშნული მერვე ჩასწორება არაკონსტიტუციურად ცნეს, ახლა საბოლოო სიტყვა უკვე უზენაეს სასამართლოზეა. ჯონ ლუისი ამბობს რომ თავისუფლება და თანასწორობა სასწორზე დგას.
ჯონ ლუისი ამბობს რომ ისინი ამერიკელები არიან და იმისათვის შეიკრიბნენ უზენაესი სასამრთლოს კიბეებზე რომ, არ უნდა არსებობდეს შეზღუდვა არავისთვის დაქორწინდეს მისთვის საყვარელ პიროვნებაზე.
სასამართლოს წინ ოპონენტებიც იმყოფებოდნენ. ტამი ფუენტისი ვაშინგტონში როდ აირლენდის ეკლესიის მრევლთან ერთად ჩავიდა.
ტამი ფუენტისი ამბობს, რომ მათ ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის ესმით. მათ არ სურთ ამის შეცვლა. ღმერთმა ქალი და მამაკაცი რეპროდუქციისთვის შექმნა. არც მამაკაცს შეუძლია გააჩინოს შვილი და არც წყვილ ქალბატონებს.
ფუენტისი შიშობს რომ ადამიანები სასტიკად დაისჯებიან თავიანთი შეხედულებების გამო თუკი ერთსქესიან ქორწინებას მხარს დაუჭერენ.
ის ამბობს რომ თუკი გეების ქორწინებას მხარს დაუჭერენ რა მოელით მათ უფლებებს და რწმენას შემდეგ ვინ დაიცავს ჰეტეროსექსუალების უფლებებს?
ჯონ ლუისი ამბობს რომ ასეთი შიშები საფუძველს მოკლებულია.
თავისუფალი ქორწინების უფლება არის კაცობრიობის მიერ გაზიარებული საკითხი. საერთო ინსტიქტია სიყვარული და შთამომავლობის ყოლა.
ერთსქესიანი ქორწინების მომხრე და მოწინააღმდეგე დემონსტრანტები ერთმანეთს თითქოს ყურადღებას არ აქცევდნენ, თუმცა ერთმანეთის მიმართ რეპლიკები ზოგიერთებს შორის მაინც იყო. მერვე შესწორების განხილვის შემდეგ, სასამართლოს შეუძლია სხვადასხვა შტატში ერთსქესიანი წყვილების ქორწინების უფლება შეზჷუდოს. თუმცა, შეიძლება მოხდეს ისეც, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მხოლოდ კალიფორნიისთვის, ან ყველა შტატმა დააკანონოს ერთსქესიანი ქორწინება.
ოთხშაბათს სასამართლო მოისმენს განმარტებებს კიდევ ერთი, ამჯერად ფედერალური კანონის დებულებებზე, რომელიც შეერთებული შტატების ხელისუფლებას ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონებას უკრძალავს.