ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის მხარდამჭერებმა იერიშები გააძლიერეს


კადაფის მხარდამჭერებმა იერიშები გააძლიერეს
კადაფის მხარდამჭერებმა იერიშები გააძლიერეს

ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მხარდამჭერმა ჯარებმა სამხედრო იერიშები გააძლიერეს ქვეყნის დასავლეთში . ამ ფონზე, მისრატას მისადგომებთანაც გრძელდება დაპირისპირება.

დღეს მომხდარი შეტაკებები დანაწევრებული დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავდა მიზნად.

რუსეთის განცხადებით, მოსკოვი მხარს არ დაუჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს ახალ რეზოლუციას ლიბიასთან დაკავშირებით. ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ ახალმა რეზოლუციამ შესაძლოა კონფლიქტის ესკალაცია მოახდინოს.

საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვი ლიბიაში დამატებით სამხედრო კამპანიის განხორციელების წინააღმდეგია.

XS
SM
MD
LG