ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათობით ათასი ფრანგი აპროტესტებს საწვავის გაძვირებას


ორშაბათს, საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 20 000-მდე დემონსტრანტმა ქუჩები, საწვავის საწყობებთან და ბენზინგასამართ სადგურებთან მისასვლელები გადაკეტა. უქმეებზე აქციის მონაწილეთა რაოდენობა 300 000-ს აჭარბებდა.

მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზატორები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავრობას მოუწოდებენ მოხსნას საწვავზე ახლადდაწესებული გადასახადები. მოსახლეობის ნაწილში გაჩნდა შიში, რომ საწვავის გაძვირება, რომელიც მიზნად ისახავს არაგანახლებადი ენერგიის წყაროების მოხმარების შემცირებას, მომავალ წლებში ბაზარზე ფასებს კიდევ უფრო გაზრდის.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი არამარტო ბენზინის გაძვირება, არამედ ინფლაცია და ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობაა, რომელიც ყველაზე ცუდად ღარიბ და საშუალო ფენაზე აისახება. კრიტიკოსების ნაწილი მაკრონს "მდიდრების პრეზიდენტს" უწოდებს.

საპროტესტო აქციების მიუხედავად, საფრანგეთის მთავრობა უკანდახევას არ აპირებს. პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპემ კვირას თქვა, რომ დემონსტრანტთა წყრომის მიუხედავად, მათი პოლიტიკა არ შეიცვლება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG