ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იანვრიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთი იქნება


როტაციის წესით, ექვს კვირაში საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. პრეზიდენტი მაკრონი აცხადებს, რომ ბლოკის პრეზიდენტობის განმავლობაში, საფრანგეთი განსაკუთრებულ ყურადღებას არალეგალურ მიგრაციას დაუთმობს.

საფრანგეთის თავმჯდომარეობას ევროკავშირის საზღვრებზე, ბელარუსის მიერ შექმნილი მიგრანტთა კრიზისი უსწრებს წინ. დასავლეთი მინსკს ბრალს სდებს, რომ ბელარუსი ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტთა ფრენებს ახორციელებს და მათ უბიძგებს, პოლონეთსა და ლიეტვუაში საზღვრები უკანონოდ გადალახონ.

„ჩვენ უნდა მივიღოთ რამდენიმე ზომა - თავიდან ავირიდოთ მიგრანტთა გრძელვადიანი ბანაკები, ვებრძოლოთ კონტრაბანდის ქსელებს და გავაძლიეროთ მუშაობა მიგრანტთა წარმომავლობის ქვეყნებთან, ახალი ნაკადების თავიდან ასაცილებლად", - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და პირობას დებს, რომ მას შემდეგ, რაც მისი ქვეყანა ევროკავშირის თავმჯდომარე გახდება, რეფორმები დაიწყება.

უკანონო მიგრაცია არის საკითხი, რაზეც ბლოკში მოსაზრებები, წლების განმავლობაში გაყოფილია. ევროკავშირის დიპლომატები ფიქრობენ, რომ საფრანგეთის თავმჯდომარეობის ვადაში, განხეთქილებაზე კომპრომისის მიღწევა რთული იქნება და ამას ხელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებიც შეუშლის, რადგან ის ამ პროცესს დაჩრდილავს.

XS
SM
MD
LG