პარიზის სააპელაციო სასამართლომ, კორუფციისა და გავლენის მოხდენის მცდელობის საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის განაჩენზე, ნიკოლას სარკოზის საჩივარი არ დააკმაყოფილა. საფრანგეთის ექსპრეზიდენტის გუნდის განცხადებით, სარკოზი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
სააპელაციო სასამართლომ, ყოფილი პრეზიდენტისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თავდაპირველი გადაწყვეტილების შესაბამისად, სასამართლომ თქვა, რომ ორი წელი ყოფილ პრეზიდენტს შეეკვეცა და სასჯელის ციხეში მოხდის ნაცვლად, ერთი წლის განმავლობაში, ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს.
"ნიკოლას სარკოზი უდანაშაულოა", - განაცხადა ადვოკატმა ჟაკლინ ლაფონტმა. "ჩვენ არ დავთმობთ ამ ბრძოლას", - თქვა მან.
პროკურორებმა სასამართლოს სასჯელის შემსუბუქების შუამდგომლობით მიმართეს. თუმცა, მოსამართლე სოფი კლემენტიმ განაჩენი ძალაში დატოვა და თქვა, რომ საქმემ გავლენა მოახდინა ქვეყნის ინსტიტუტებზე.
68 წლის სარკოზიმ სასამართლო ჟურნალისტებთან საუბრის გარეშე დატოვა.
კონსერვატორი პოლიტიკოსი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007 წლიდან, 2012 წლამდე იკავებდა. მისი გუნდი ახლა განაჩენის გასაჩივრებას საკასაციო სასამართლოში გეგმავს, რომელიც უმაღლეს ინსტანციას წარმოადგენს. სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, სამართლებრივი ან პროცედურული შეცდომების კუთხით განიხილავს, მაგრამ არა ფაქტობრივი ასპექტების საფუძველზე.
2021 წელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ, სარკოზი თანამდებობის დატოვების შემდეგ, მოსამართლის მოსყიდვის მცდელობაში და ზეგავლენის მოხდენაში დამნაშავედ ცნო.
ერთადერთი სხვა პრეზიდენტი, რომელიც საფრანგეთის 64 წლიანი მეხუთე რესპუბლიკის დროს გაასამართლეს, სარკოზის კონსერვატორი წინამორბედი, ჟაკ შირაკი იყო. ის 2011 წელს, სასამართლომ კორუფციაში დამნაშავედ ცნო.
Facebook Forum