ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვიდ დოლარად შეძენილი რენუარი


„მდინარე სენის სანაპიროს ლანდშაფტი" 1951 წელს გაქრა ბალტიმორის ხელოვნების მუზეუმიდან

ვესტ ვირჯინიის შტატში, ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდი ნახატი რენუარის ქმნილება გამოდგა. 75 ათას დოლარად შეფასებული ნამუშევარი ქალბატონმა 7 დოლარად შეიძინა. ამ დროისათვის აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიურო ადგენს თუ საიდან მოხვდა ასეთი ძვირფასი ნახატი ძველმანების ბაზრობაზე.

„მდინარე სენის სანაპიროს ლანდშაფტი" 1951 წელს გაქრა ბალტიმორის ხელოვნების მუზეუმიდან. ქალბატონმა ნახატი ორი წლის წინ შეიძინა და დიდი ხნის მანძილზე ეჭვობდა, რომ ნახატი ძვირფასია, რის გამოც ხელოვნების ნიმუშთა აუქციონს მიაკითხა. აუქციონმა დაკარგულ ნახატებს შორის ეს ვერ აღმოაჩინა. აშშ-ის ფედრეალური საგამოძიებო ბიურო ცდილობს დაადგინოს, თუ ვინ არის ნახატის კანონიერი მფლობელი.

XS
SM
MD
LG