„ფეიუსბუქმა“ იცოდა, რომ მისი პროდუქტები სიძულვილს აძლიერებდა და ზიანს აყენებდა ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთლობას - ამის შესახებ მამხილებელმა ჯერ დოკუმენტები გაასაჯაროვა, შემდეგ კი საკუთარი ვინაობა.
37 წლის მონაცემთა ანალიტიკოსი, ფრანსის ჰაუგენი კარიერის განმავლობაში მანამდე მუშაობდა „გუგლისთვის“, „პინტერესტისთვის“, თუმცა ტელეკომპანია“სიბიესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ „ფეისბუქის“ გამოცდილება, სხვა კომპანიებთან შედარებით „არსებითად უარესი“ იყო.
„„ფეიუსბუქმა“ არაერთხელ აჩვენა, რომ ის ურჩევს მოგებას, უსაფრთხოებაზე. ის მოგებისთვის, ჩვენი უსაფრთხოებით სარგებლობს. „ფეისბუქის“ ვერსია, რომელიც დღეს არსებობს, ანადგურებს ჩვენს საზოგადოებებს და იწვევს ეთნიკურ ძალადობებს მთელს მსოფლიოში“ - ამბობს ჰაუგენი და მიაჩნია, რომ კომპანიამ რეგულაციები უნდა გაამკაცროს.
ჰაუგენი აცხადებს, რომ კომპანიის მიერ არჩეული ალგორითმის სისტემა არასწორი ინფორმაციის და საფრთხის შემცველი კონტენტის მაღალ გავრცელებას უწყობს ხელს, რითიც კომპანია მომხმარებელს იზიდავს და სოციალური მედიის პლატფორმაზე, მათ მიერ გატარებულ დროს ზრდის.
მისი თქმით, 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, კომპანიამ ამ სისტემის საფრთხე გააცნობიერა და მის შესამცირებლად, უსაფრთხოების სისტემები აამუშავა.
მაგრამ, „არჩევნების დასრულებისთანავე, მათ უსაფრთხოების ეს სისტემა გამორთეს და პარამეტრები ძველ პოზიციაში დააყენეს. ეს ჩემთვის დემოკრატიის ღალატს ნიშნავს“ - ამბობს მამხილებელი.
ჰაუგენს, სატელევიზიო ინტერვიუს დროს, პირდაპირი პარალელი არ გაუვლია, „ფეისბუქის“ პოლიტიკასა და 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე განხორციელებლ თავდასხმას შორის, მაგრამ ამბობს, რომ თავდამსხმელებმა, ძალადობის ორგანიზებისთვის, სოციალური მედიის გიგანტი გამოიყენეს.
„ფეისბუქი“ ამ მინიშნებას სასაცილოს უწოდებს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ასევე უარყოფს ბრალდებას, რომ პლატფორმა მოზარდებისთვის ტოქსიკურია.
„ვფიქრობ, იმის მტკიცება, რომ 6 იანვრის მოვლენები, სოციალური მედიების ქმედებებით აიხსნას, უბრალოდ სასაცილოა“ - აცხადებს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი. ნიკ კლეგი ამბობს, რომ „ყალბი კომფორტის“ შექმნის მცდელობაა იმის მტკიცება, რომ ამერიკის პოლიტიკური პოლარიზების გაღღმავებას, ხელი ტექნოლოგიებმა შეუწყო.
აჯანყებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანებს, „ვინც იძალადა და წაახალისა მოძალადეები, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპს“, აცხადებს, „ფეისბუქის“ ვიცე-პრეზიდენტი.
Facebook Forum