ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიში


საერთაშორისო ექსპერტებს მომავლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად გარემოს დაცვის სფეროში არსებული პრობლემები მიაჩნიათ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2013 წლის ანგარიში გლობალურ რისკებზე ამხვილებს ყურადღებას.

საერთაშორისო ექსპერტებს მომავლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, გარემოს დაცვის სფეროში არსებული პრობლემები მიაჩნიათ.

როგორც ამერიკის ხმასთან საუბარში ამ მოხსენების რედაქტორმა ლი ჰოველმა განაცხადა, ამჟამად ნაკლები ყურადღება ექცევა გარემოს დაცვის საკითხებს, ეს კი ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში დი რისკებს შეიცავს:

“ პირველ რიგში ეს არის სითბური გაზების გამოყოფის გაზრდა, რაც ამინდის გაუარესების ერთ-ერთი წყაროა. ასევე აღსანიშნავია კლიმატური ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების იგნორირება, რადგა ჩვე მხოლოდ დღევანდელ დღეზე ვფიქრობთა ედა გრძელვადიან პერსპექტივაში არ ვაანალიზებთ სიტუაციას. ამ პრობლემებტან გამკლავება კი დიდ ინვესტიციებს და მყარი ინფრასტრუქტურის განვიტარებას მოპითხოვს.“

ლი ჰოველის განცხადებით, ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგებთან ბრძოლა უდიდეს თანხებტან არის დაკავშირებული ეს კი მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ფაქტიურად შეუძლებელია.
მოხსენებაში 50 გლობალური რისკის შესახებ არის გამახვილებული ყურადღება. ისინი დახარისხებულია ეკონომიკური, კლიმატური, გეოპოლიტიკური, სოციალური და ტექნოლოგიური რისკების კატეგორიებში. მათ შორის არის ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემები. ლი ჰოველის განცხადებით:

“ მნიშვნელოვანია რომელი მედიკამენტების წარმოება იქნება პრიორიტეტული. ცალკე გამოსაყოფია ანტიბიოტიკების არაეფექტურობა, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს პანდემის საშიშროება, ამ პრობლ;ემებთან ერთდროულად გამკლავება ზალზე ძნელი იქნება.“

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდები უფრო შეშფოთებულნი არიან მომავლის რისკებით ვიდრე მოხუცები და ქალები უფრო პესიმსიტურდა არიან განწყობილნი მამაკაცებთან შედარებით.
XS
SM
MD
LG