ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა დაამტკიცეს საბერძნეთისთვის 171 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი. შეთანხმებას კი წინ უსწრებდა 12 საათიანი დაძაბული მოლაპარაკებები ბრიუსელში. ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებით, დახმარების პაკეტი შეამცირებს საბერძნეთის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ვალს 2020 წლისთვის 160 %-დან 120 %მდე, რაც ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს.