ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ამით ისინი ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს პატიმრობას და მისდამი მოპყრობას აპროტესტებენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ დღეს განაცხადა, რომ ის მიბაძავს ევროკავშირის იუსტიციის კომისარს ვივიან რედინგს, რომელმაც უარი განაცხადა დაესწროს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის გახსნას.
ასევე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ „ევრო 2012“-ის ბოიკოტს ისიც აპირებს. მან გერმანიის მინისტრებს ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდა. დღესვე უკრაინის ქალაქ იალტაში ვიზიტი გააუქმა ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა.