ლეგენდარული ბლუზ მომღერალი ეტა ჯეიმსი, რომელმაც თავისი შემოქმედებით მნშიშვნელოვანი დაღი დაასვა პოპის, როკისა და რიტმ ენდ ბლუზის სფეროში მოღვაწე შემსრულებლების მთელ თაობას, 20 იანვარს კალიფორნიაში 73 წლის ასაკში ლეიკემიით გარდაიცვალა. მრავალი პრემიის ლაურეატი ეტა ჯეიმსი ბლუზის მოყვარულთ კარგად ახსოვთ ცნობილი ბლუზ სტანდარტით “ At last”.
მაკ გორდონისა და ჰარი ვორენის სიმღერა “At last”-ი მრავალ გამოჩენლ მომღერალს აქვს ნამღერი. მათ შორის, ლეგენდარულ ნატ კინგ კოლსა და თანამედროვე პოპ ვარსკვლავს ბიონსეს, თუმცა არც ერთი მათგანი ახლოსაც ვერ მივა ეტა ჯეიმსის ნამღერთან. ეს სიმღერა გახდა მისი სავიზიტო ბართი და სწორედ აქედან დაიწყო მისი 50 წლიანი თავბრუსდამხვევი კარიერა.
ეტა ჯეიმსის ნამდვილი სახელი ჯამესეტა ჰოუკინგსია. ის კალიფორნიაში, ქალაქ ლოს ანჯელესში დაიბადა. კერძო მუსიკის გაკვეთილებზე სიარული მან 5 წლის ასაკიდან დაიწყო, ხოლო პირველი სოლო პარტიები კი ბაპტისტურ ეკლესიაში შეასრულა.
მან ადგილობრივი რადიოს საშულებით გაითქვა სახელი როგორც გოსპელის მომღერალმა. ამ პერიოდს უკავშირდება ქალების ტრიოს შექმნა, რომელსაც კრეოლეტები ეწოდა. მოგივანებით ჯგუფმა გადაიკეთა სახელი და „ peasches” გახდა. 16 წლის მომღერალმა შექმნა პირველი ჰიტი „ the wallflower”:
1955 წლის ჰიტპარადებში სიმღერამ „ the wallflower“ ლიდერობა მოიპვა, მალევე ჯგუფო დაიშალა და ეტა ჯეიმსის სოლო კარიერამ აღმავლობა დაიწყო. გასული საუკუნის 60-იანი წლები მომღერლისთვის საკმაოდ პროდუქტიული იყო . მან შექმნა რამდენიმე ჰიტ სინგლი და კრებული, 1968 წელს კი გამოვიდა პოპ ბესტსელერი “ tell mama“ , მალე მომღერლის რეპერტუარი სოულით, როკით, ჯაზით, დუეთებიდა და ორკესტრირებით გამდიდრდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეტა ჯონს საკმაოდ სეიოზული პრობლემა ჰქონდა ნარკოტიკების მოხმარების და ფსიქიკური მდგომმარეობის მხრივ, სიმღეისადმი მისი დამოკიდებულება არ იცვლებოდა. 50 წლის ასაკში კი მან შეძლო ამ სენის დამარცხება სპეციალიზირებულ ცენტრში გავლილი მკურნალობის შემდეგ.
ეტა ჯეიმის მრავალი გრემის პრემიის მფლობელია. მათ შორის 2004 წელს საუკეთესო ტრადიციული ბლუზ კრებულისთვის „ blous to the bone” , ამასთან მას მიღებული აქვს 15 -მდე ბლუზ მუსიკის პრემია. ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ეტა ჯეიმსის სიმღერა “smokestack lightning” ჩვენ კი მომავალ ოთხშაბატამდე დაგემშვიდოებებით, რუბრიკა მოამზადა და გაგაცნოთ ლიკა გორგილაძემ.