ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტომ ათობით რეგულაცია გააუქმა


გარემოს დაცვის სააგენტო. ვაშინგტონი, აშშ. 18 თებერვალი, 2025წ.
გარემოს დაცვის სააგენტო. ვაშინგტონი, აშშ. 18 თებერვალი, 2025წ.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 12 მარტს გაიწვია მისი წინამორბედის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს მიღებული რეგულაციების მთელი წყება, რომელიც გარემოს უკეთ დაცვას ემსახურებოდა. გაუქმებულ რეგულაციებს შორის სახელდება ელექტროსადგურებზე და ავტომობილებზე დაწესებული მავნე გამონაბოლქვის ლიმიტები, თუ წყლების დაცვისკენ მიმართული რეგულაციების შემცირება.

გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადება თანხვედრაშია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებთან. არჩევნებამდე ის ამერიკელებს პირობას აძლევდა, რომ მოხსნიდა იმ შეზღუდვებს, რომლებიც გარემოს დაცვის, ან კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის გამო მიიღეს და ქვეყანაში ქვანახშირის, ნავთობის, თუ ბევრი სხვა სახის წიაღიესულის წარმოებას აფერხებდა.

12 მარტს გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, გარემოს დაცვის სააგენტომ ჯამში 30-ზე მეტი რეგულაცია გაიწვია. მათ შორისაა "სუფთა წყლის აქტი", რომელიც ქვეყნის მდინარეებს, არხებს, ყურეებს, ოკეანეს იცავდა სოფლის მეურნეობის, წიაღისეულის მოპოვებისა და სხვა ტიპის საწარმოო ნარჩენებისგან.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დამატებით გეგმავს მოხსნას ჰაერის მავნე გამონაბოლქვისგან დამცველი კიდევ უფრო მეტი რეგულაცია.

XS
SM
MD
LG