ცნობილი ამერიკელი მომღერალისა და გიტარისტის ჯონ პიცარელის ახალი კრებული „Double Exposure” მალე გაყიდვაში გამოდის. მუსიკოსი ცნობილია კლასიკური პოპ სიმღერების ჯაზის სტილში აჟღერებით. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ახალ კრებული ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ჯონ პიცარელის გასცდეს საკუთარ მისუკალურ საზღვრებს:
ნამდვილად ძალზედ იშვიათობაა ალმან ბრადერსის კლასიკური სიმღერის „In Memory of Elizabeth reed.”-ის ჯაზ ვარიანტის მოსმენა, ეს კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჯონ პიცარელის განსხვავებულობას.
ახალ კრებულში შესულ სიმღერაში ‘’Diamond Girl” ნატიფადაა შერწყმული 70-იანი წლების სოფტ როკის იმავე სახელწოდების სილს და კროფტის კომპოზიცია მაილს დევისის 50 -იანი წლების ჰიტთან „ so what”
ჯონ პიცარელის შემოქმედებაზე და ჯაზის სიყვარულზე დიდი გავლენა იქონია მაილს დევისის მუსიკამ. თუმცა ნატ კინგ კოლი, ფრენკ სინატრა, დუკ ელინგონი და ბიტლსის სიმღერებიც მისი შემოქმედების განუყოფელი ნაწილია.
კრებულში შესული ჯონ პიცარელის მიერ შესრულებული სიმღერა „ I feel fine”-ის ორიგინალური ვერსია ლეგენდარულ ჯგუფს „ბიტლს“ ეკუთვნის. ამ სიმღერით ის კვლავ დაუბრუნდა ბრიტანელი ოთხეულის შემოქმედებას, პირველი ასეთი მცდელობა 1998 წელს წარმატებით დაგვირგვინდა და კრებულის სახით გამოიცა.
კრებულში ასევე შესულია ჯონი მიჩელის „Free Man In Paris”, ტომ ვეიტსის “Drunk On The Moon”, ლიბერ და სტოლერის “Ruby Baby,” ნილ იანგისა და ბილი ჯოელის სიმღერები.
თავად ჯონ პიცარელის განცხადებით, პოპი და ჯაზი ერთიანადაა შერწყმული მის შემოქმედებაში, საიდანაც წარმოიშვა კრებულის სახელწოდების იდეაც-„Double Exposure”. მთავარი ამოცანა კი იყო ჯაზისა და პოპის ჰარმონიის მოძებნა. ამასთან ეს უნდა ყოფილიყო გასართობი და მიმზიდველი.