ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

" სილვერდოკსი" დოკუმენტური ფილმების ფესტივალი


" სილვერდოკსი" დოკუმენტური ფილმების ფესტივალი
" სილვერდოკსი" დოკუმენტური ფილმების ფესტივალი

დოკუმენტური ფილმების ყოველწლიური ფესტივალი "სილვერდოკსი", ამერიკული ფილმების ინსტიტუტისა და სატელევიზიო არხის "დისკავერი ჩენელის" ერთობლივი ძლისხმევით ტარდება. შეერთებულ შტატებში ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია, რომელიც უკვე მეცხრეჯერ ტრდება ვაშინგტონის შემოგარენში. წლევანდელ კონკურსზე წამოდგენილია 108 ნამუშევარი, რომლებიც შეირჩა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 2000 ფილმიდან.

კონკურსში სოციალური უსამართლობის პრობლემისადმი მიძღვნილი რამდენიმე დოკუმენტური ფილმია წარმოდგენილი. ფესტივალის დირექტორის სკაი სიტნის განცხადებით, ეს ფილმები ფესტივალზე დაჯგუფებულია სერიების სახით, რადგანაც მისი თქმით ეს პრობლემა მრავალი შემოქმედის ინტერესის თემა გახდა.

„საინტერესოა თუ რატომ გადაწყვიტეს დოკუმენტური ფილმების რეჟისორებმა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ გალაშქრება, ამ სისტემასთან დაკავშირება და დოკუმენტური ფილმების გამოყენება ცვლილების შესატანად ამ სისტემაში, ან სულაც მოწმეებად ყოფნა. საინტერესოა ასევე თუ როგორ გვევლინებიან ისინი სოციალური უსამართლობის მსხვერპლთა ადვოკატებად.“

ფილმში „ ხვალ დანებდი“ რეჟისორები მაიკალ კოლინსი და მარტი სეჰუკო ახალგაზრდა ყმაწვილის პაკო ლარენაგას სასამარტლო პროცესს აღწერენ. ეს არის ისტორია ადამინისა, რომელსაც ბრალად ედება ორი დის გაუპატიურებასა და მკვლელობაში. დები ფილიპინების კუნძულ საბოდან 1997 წელს გაუჩინარდნენ.

მიუხედავად პაკოს უდანაშაულობის დამამტკიცებელი უამრავი მტკიცებულების, მას მაინც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, და აი უკვე 14 წელია განაჩენის სისრულეში მოყვანას ელოდება. ფილმში საუბარია ფილიპინების სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციასა და მედიაზე, რომელმაც განაჩენის გამოტანაზე მნიშვნელოვანი როლი იქონია.

ფილმის თანარეჟისორის მარტი სუჰეკოს თქმით ეს ფილმი მან იმიტომ გაიღო რომ უსამართლობა მას პირადად შეეხო:

„ჩემი ძმა პაკოს დაზეა დაქორწინებული, როდესაც გავიგეთ , რომ პაკო დაადანაშაულეს ბორტომოქმედებაში, ჩვენ იმწამსვე მივხვდით, რომ რაღაც შეცდომაა, როგორც ფილმიდანაც ჩანს პაკო ასობით მილის მოშორებით იყო სხვა კუნძულზე და გამორიცხულია, რომ მას ამ დროს დანაშაული ჩაედინა. ჩვენ გვეგონა რომ სასამრთლოზე ყველაფერი გამოაშკარავდებოდა, მაგრამ როდესაც პაკოს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს ჩვენ ყველა გავშეშდით.“

კიდევ ერთი ფილმი, რომელიც კრიტიკოსთა ყურადღებას იქცევს არის „დანაშაულის ადგილი." დოკუმენტალისტები გროვერ ბაბკოკი და ბლუ ჰავდეკი დაკითხვის ძალადობრივი მეთოდების გამოყენების შესახებ მოგვითხრობენ. ადრიან ტომასი ფილმის პერსონაჟია, რომელის მიმართაც ხორციელდება მსგავსი დაკითხვა, ამ უკანასკნელს ჩვილის შვილის მკვლელობაში ედება ბრალი. მასზე საათობით მიმდინარეობდა ძალადობა, სანამ არ აღიარა დანაშაული, თუმცა ყველა ექსპერტიზის დასკვნით ის უდანაშაული იყო.

აი რას ამბობს ამის შესახებ ფილმის ერთ-ერთი ავტორი გროვერ ბაბკოკი:

„როდესაც პროექტი დავიწყეთ ძალადობრივი დაკითხვის მეთოდების შესახებ ჩვენ ბევრი რამ არ ვიცოდით. დავრწმუნდით, რომ ადრიან ტომასის მიმართ გამოყენებული დაკითხვის ეს ფორმა არ არის გამოძიების ერთ-ერთი ხერხი, მისი საშუალებით არ ხდება ინფორმაციის მოძიება, არამედ უბრალოდ აღიარებითი ჩვენების მიღებას უწყობს ხელს.“

დეტექტივები შეერთებული შტატების სხვადასხვა კუთხეში, მიმართავენ ძალადობრივ დაკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულები არიან ამ პიროვნების უდანაშაულობაში. მათთვის მთავარია აღიარებითი ჩვენების მიღება, აცხადებს ფილმის რეჟისორი.

დოკუმენტური ფილმი:“თუ ხე დაეცა“ რეჟისორი მარშალ კარი გარემოს დაცვის რადიკალურ ჯგუფ “earth liberation front”-ზე მოგვითხრობს, რომელიც კორპორაციების პირად საკუთრებას ანადგურებს, რათა საზოგადოებამდე თავისი გზავნილი მიიტანოს.

ფესტივალის დირექტორი სკაი სიტნის თქმით, მას აინტერესებს როგორი შთაბეჭდილებით გავლენ დარბაზიდან მაყურებლები:

"რითი ვრჩებით ჩვენ, რა ინფორმაციით გავდივართ დარბაზიდან, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა, რომ რაიმე ცვლილება შეიტანოს დედამიწაზე, შეძლებენ თუ არა ეს ნამუშევრები ჩვენში აქტიური მოქალაქეების გაღვიძებას.“

წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმები ზოგისთვის შთაგონების წყაროდ შეიძლება იქცეს, მაყურებელთა სხვა ნაწილი კი ჩვენებებს მხოლოდ გართობის მიზნით შეიძლება დაესწროს, 50 ქვეყნიდან წარმოდგენილი კონკურსის 108 ნამუშევარიდან ფესტივალზე მოსული ნებისმიერი მაყურებლის გემოვნება შეიძლება დაკმაყოფილდეს.

XS
SM
MD
LG