ამერიკელები დღესასწაულებზე უფრო მეტი ფულის დახარჯვას აპირებენ ვიდრე მოსალოდნელი იყო. ეს გარემოება იმაზე მეტყველებს რომ ამერიკის ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება 2010 წლის მეორე ნახევარში.
დღეს შეერთებულ შტატებში მადლიერების დღეს აღნიშნავენ. ახალი ეკონომიკური მონაცემების მიხედვით ამერიკელები უფრო თამამად ხარჯავენ ფულს ვიდრე ეს ეკონომიკური კრიზისის დასაწყისში შეინიშნებოდა. უმუშევრობის ზრდამ კი უკანაკსნელი ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
ამერიკის მომხმარებელთა საზოგადოების პრეზიდენტის სტივენ ბრობეკის განცხადებით:“ განსაკუთრებით გვახარებს ის გარემოება, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით სულ უფრო ცოტა ადამიანი იტყობინება პირადად მისი ოჯახის ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ. გამოკითხულთა მხოლოდ 8%-მა დაადასტურა ამგვარი ტენდენცია, რაც 14%-ით ნაკლებია ვიდრე 2009 წელს.“
კიდევ ერთი სასიხარულო ცნობაა რომ მადლიერების დღის შემდეგ შობის დღესასწაული მოდის და ამერიკელებიც მზად არიან აქტიური მონაწილეობა მიიღონ საშობაო საჩუქრების შეძენაში.
ამ ერთ თვიან სავაჭრო სეზონზე ამერიკელი მოვაჭრეები მთელი წლის მოგების 40%-ს იღებენ. როგორც ამერიკელი ბიზნესმენი მაიკ სჩენკი ამბობს :“ 2010 წლის მიწურულს მომხმარებელთა 57% აცხადებს რომ შარშანდელთან შედარებით წელს ისინი უფრო მეტი თანხების დახარჯვას აპირებენ.“
მომხმარებელთა მიერ დახარჯული ფულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამერიკული ეკონომიკისთის, რადგან ეს თანხები წლიური შემოსავლების 70%-ს უტოლდება. წელს მესამე კვარტალში შეერთებულ შტატებში ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდამ 2,5%-ს მიაღწია.
ექსპერტების შეფასებით ამერიკული ეკონომიკის ზრდამ 5%-ს მაინც უნდა მიაღწიოს რათა მხოლოდ ერთი პროცენტით მოხდეს უმუშევრობის დონის შემცირება. მაიკ სჩენკის განცხადებით:“ ეკონომიკური გაურკვევლობა, სამუშაო ბაზარზე შექმნილი მძიმე მდგომარეობა და უზარმაზარი ვალები მომხმარებელს აიძულებს განსაკუთრებული სიფრთხილით ხარჯონ ფული.“
ეკონომიკური კრიზისის გამო უმუშევრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში 9,6%-ს მიაღწია და მომავალ წელსაც არ არის მოსალოდნელი ამ მხრივ ვითარების გაუმჯობესება. თუმცა მომხმარებელთა მიერ ფულის უფრო თამამი ხარჯვა მომავალი წლისთვის ინვესტორებს გარკვეულ იმედებს უსახავს.