ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენი უილსონი: ქართველი ხალხი მკაფიოდ ამბობს, რომ სურს მთავრობა, რომელიც პატივს სცემს მის არჩევანს


რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი

“26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია არაჩვეულებრივი ქართველი ხალხის სულისთვის”, - ამბობს ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, “მეგობარი აქტის” ავტორი, ჯო უილსონი “ამერიკის ხმისთვის” გაგზავნილ განცხადებაში. უილსონი ორპარტიული ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეცაა, რომელიც სენატორებს, კონგრესმენებს და აღმაასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც აერთიანებს.

“ქართველი ხალხი მკაფიოდ ამბობს, რომ მას სურს მთავრობა, რომელიც პატივს სცემს მის არჩევანს ჰქონდეს უფრო მჭიდრო კავშირი დინამიურ ევროპულ ქვეყნებთან, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ისინი უარს ეუბნებიან ომის დამნაშავე პუტინის მომაკვდინებელ მცდელობას, წაართვას მათ რთულად მოპოვებული თავისუფლება, რათა თავიდან შექმნას დაშლილი საბჭოთა კავშირი.

საქართველოსთვის წინ მიმავალი გზა დაფუძნებულია თავისუფლებისა და თვითგამორკვევის საზიარო ღირებულებებზე. ევროკავშირი და ნატო სთავაზობენ უსაფრთხო და კეთილდღეობის მქონე მომავალს, რომელიც ეფუძნება დემოკრატიულ ღირებულებებს. მეგობრობა ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის არის ძლიერი და ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ერთგულებას… “მეგობარი აქტის” სულისკვეთებით, ამერიკა დგას ქართველი ხალხის გვერდით მისი ნათელი მომავლისთვის. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და ამერიკა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ხალხს”, - ამბობს ჯო უილსონი სპეციალურ ვიდეო-მიმართვაში, რომელიც "ამერიკის ხმას" გაუგზავნა.

ჯო უილსონმა მაისში "მეგობარი აქტი" წარადგინა, საკანონმდებლო აქტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დაამტკიცა და რომელიც ქართველი ხალხის პროდასავლური კურსის მხარდაჭერას და მისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის პასუხისმგებელ პირთა ანგარიშვალდებულებას გულისხმობს. აქტის ინგლისური დასახელების აბრევიატურაა "MEGOBARI" და ჯო უილსონი ხაზს უსვამს, რომ ამ ძალისხმევის სულისკვეთება ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის არსებული მეგობრობა და საერთო ღირებულებებია.

XS
SM
MD
LG