ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესის გამოძიების უფლების მნიშვნელობა და ისტორია


როდესაც დემოკრატმა კანონმდებლებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, მათ მიეცათ საშუალება არა მხოლოდ უფრო დიდი გავლენა იქონიონ კანონმდებლობის მიღების პროცესზე, არამედ საგამომძიებლო კუთხითაც. კონგრესისთვის გამოძიება ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი გზა, რათა მთავრობის ანგარიშვალდებულება იქნას უზრუნველყოფილი, საჯარო პოლიტიკური გადაწვეტილებები გაანალიზონ და ეროვნული დებატები წამოიწყონ.

დემოკრატებმა წარმომადგენლეთა პალატაში პირობა დადეს, რომ ისინი სხვადასხვა საკითხზე ჩაატარებენ გამოძიებას, მათ შორის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და მისი გუნდის ქმედებების შესახებ.

რატომ აქვს კონგრესს გამოძიების უფლება?

ამერიკის კონსტიტუცია ამბობს, რომ კონგრესს ენიჭება “ყველა საკანონდმდებლო” ხელისუფლება. კონსტიტუცია პირდაპირ არ ანიჭებს კონგრესს უფლებას გამოძიება ჩაატაროს თუმცა, ამერიკის დამფუძნებელი მამები მიიჩნევდნენ, რომ გამოძიება კანონმდებლების პასუხისმგებლობის ნაწილია. სენატის ისტორიის ოფისის მიხედვით, ვირჯინიელმა ჯორჯ მეისონმა კონსტიტუციის ყრილობაზე 1787 წელს განაცხადა, რომ კონგრესის წევრები “არა მხოლოდ კანონმდებლები არიან, არამედ მათ საგამომძიებლო ძალაუფლებაც აქვთ. ისინი ხშირად უნდა შეიკრიბონ, რათა საჯარო სამსახურის საქმიანობა შეისწავლონ”.

კონგრესის მიერ წარმოებულ გამოძიებებს დიდხნიანი ისტორია აქვს. გამოძიების პროცესს პირველად საფუძველი 1792 წელს ჩაეყარა, როდესაც წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია მიიღო, რათა სენტ კლერის ექსპეტიცია შეესწავლა. გენერალ არტურ სენტ კლერის სამხედრო მისია ამერიკელი ინდიელების წინააღმდეგ 1791 წელს კრახით დასრულდა. ამის შემდეგ, პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა მისი გადადგომა და კონგრესის მიერ გამოძიების დაწყება მოითხოვა.

რისი გამოძიება შეუძლია კონგრესს?

კონგრესს შეუძლია გამოიძიოს ნებისმიერი რამ, რაც საკანონმდებლო საკითხებს უკავშირდება.

“მოსმენები უმეტეს შემთხვევაში, სამი მიზეზით ტარდება: მიმდინარე კანონმდებლობის განსახილველად, იმ საკითხის შესასწავლად რასაც შესაძლოა მომავალში დამატებითი კანონების მიღება დასჭირდეს და ფედერალური პროგრამების გამოძიების და მეთვალყურეობისთვის”, - ნათქვამია წარმომადგენელთა პალატის ვებსაიტზე.

გამოძიებას შესაძლოა ასევე ჰქონდეს სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობითი ფუნქცია, მათ შორის პრეზიდენტის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, რასაც გარკვეულ შემთხვევაში შესაძლოა იმპიჩმენტის პროცედურა მოჰყვეს.

მისი ორას წელზე მეტხნიანი ისტორიის მანძილზე, კონგრესმა სხვადასხვა მიმართულებით ბევრი საქმე შეისწავლა. მათ შორის “ტიტანიკის” ჩაძირვა, ორგანიზებული დანაშუალის საკითხები, ვიეტნამის ომი და “უოთერგეითის სკანდალი”, რამაც პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის გადადგომის გადაწვეტილებაში ცენტრალური როლი ითამაშა.

“დღეს, კონგრესის ზედამხედველობითი როლი უფლებას აძლევს წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრებს, ემსახურონ ამერიკელ ხალხს, როგორც [მათი] თვალები და ყურები”, - ამბობს სენატის ისტორიული ოფისი.

უზენაესი სასამართლოს მიხედვით, ერთი რამ, რისი გამოძიებაც კონგრესს არ შეუძლია ცალკეული მოქალაქის პირადი ცხოვრებაა.

ვინ ატარებს გამოძიებას?

კონგრესის ორივე პალატას, სენატსა და წარმომადგენელთა პალატას, შეუძლია გამოძიების ჩატარება. გამოძიებას სენატის ან წარმომადგენელთა პალატის შემადგენელი კომიტეტები წარმართავენ. ზოგიერთ შემთხვევაში, კანონმდებლები კომიტეტებს აერთიანებენ და მათ შემადგენლობაში ორივე, სენატის და წარმომადგენელთა პალატის წევრები შედიან. კონგრესს ასევე შეუძლია საგანგებო კომიტეტის შექმნა, რომელიც კონკრეტულ საკითხს შეისწავლის.

რა რესურსები აქვს კონგრესის კომიტეტებს გამოძიების ჩასატარებლად?

კონგრესის წევრებს ზოგადად, უფრო მეტი საშუალება აქვთ საკითხი შეისწავლონ, ვიდრე ნებისმიერ მოქალაქეს. კანონმდებლებს ხელი მიუწვდებათ სამთავრობო ინფორმაციაზე, მათ შორის, გარკვეულ შემთხვევებში, გასაიდუმლოებულ მასალებზეც. მათ ასევე ჰყავთ დამხმარეები, რომლებსაც აქვთ საშუალება და დრო საკითხი შეისწავლონ.

დამატებით, კონგრესის კომიტეტებს, აქვთ უფლება გამოიძახონ მოწმეები, რათა ისინი კონგრესის წინაშე ჩვენებით წარსდგენ. 1927 წელს, უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწვეტილება, რომ კონგრესს შეუძლია კანონის უპატივცემულობად მიიჩნიოს მის წინაშე მოწმის არ გამოცხადება. ორი წლის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოწმეები, რომლებიც კონგრესის კომიტეტის წინაშე ცრუობენ, შესაძლოა მხილებულ იქნან ცრუ ჩვენების მიცემაში. კონგრესის კომიტეტების წევრებს ასევე შეუძლიათ საგამომძიებლო მოსმენებისთვის გარეშე ექსპერტები მოიწვიონ, რათა საკითხი უფრო ახლოს შეისწავლონ.

რა შედეგები მოჰყვება კონგრესის გამოძიებას?

გამოძიება კონგრესში მხოლოდ ინფორმაციის მოპოვებას არ გულისხმობს. ის ასევე წარმოადგენს გზას, რომ საზოგადოებამ უფრო მეტი გაიგოს სხვადასხვა საკითხზე და საჯარო აზრი შეიქმნას. კონგრესის კომიტეტების მოსმენების უდიდესი ნაწილი საჯაროა და მას მედია ხშირად აშუქებს.

იმასთან ერთად, რომ გამოძიება უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენს გზას, რათა უფრო აწონილი პოლიტიკა იქნას წარმოებული, ის ასევე ამერიკის მთავრობის ძალაუფლების შტოების “დაბალანსების და შემოწმების” სისტემის განუყოფელი ნაწილია. კონგრესს აქვს უფლება და ვალდებულება გამოაშკარავოს ხელისუფლების სხვა შტოების მიერ ძალაუფლების გადამეტების თუ სხვა სახის დარღვევის შემთხვევები. მათ შორის პრეზიდენტის, მისი კაბინეტის წევრების და მოსამართლეების მიერ.

კონგრესის გამოძიების წარმატებით წარმართვას ხშირად ხელს საკანონმდებლო ორგანოს პოლიტიკური მიკერძოებულობა უშლის, რამაც შესაძლოა მოსახლეობის თვალში გამოძიების შედეგები დააკნინოს. სემ ერვინი, სენატის უოთერგეითის კომიტეტის თანმჯდომარე, რომელიც 1972 წელს უოთერგეითის სკანდალს იძიებდა, ამბობდა, რომ გამოძიების სწორად წასამართად პარტიული მიკერძოებულობის გვერდზე გადადებაა საჭირო. მისი თქმით, გამოძიება შესაძლოა იყოს “ის მამოძრავებელი ძალა, რაც კონგრესსა და ხალხს ჩვენი ქვეყნისათვის საციცოცხლო საკანონდებლო რეფორმების მხარდაჭერისადმი განაწყობს”. თუმცა ის ასევე აღნიშნავდა, რომ გამოძიება ასევე შეიძლება გადაიქცეს “პლატფორმად დემაგოგებისა და ჩინიანი პარტიის ერთგული მომხრეებისთვის”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG