ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიუჯეტის შეკვეცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროგრამებს დააზიანებს


სამშაბათს, კონგრესში გამართულ მოსმენებზე, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საჩივრები განიხილეს. სააგენტო შეშფოთებულია იმ შეკვეცებით, რომელიც 2018 წლისთვის წარდგენილ სამთავრობო ბიუჯეტშია და აცხადებს, რომ დახმარების ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროგრამა მთლიანად დაიხურება.

მოსმენებზე გამომსვლელებმა ისაუბრეს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა მაგალითად, გვალვები აფრიკის კონტინენტზე. ეს გარემოება მოსახლეობას შიმშილის რისკის ქვეშ აყენებს და სათანადო სახსრების არქონის გამო, შესაძლოა, მილიონობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს. სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წარდგენილი ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში, სუბსიდირება შეუწყდება ამერიკის მთავრობის საგანგებო და გადაუდებელი დახმარების პროგრამათა დაფინანსების მთავარ წყაროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG