ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა სანტოსმა ვადები დაადგინა


სანტოსის განცხადებით, ფარკთან მოლაპარაკებები მომავალი წლის ნოემბერს მიღმა არ უნდა გაგრძელდეს

კოლუმბიის პრეზიდენტმა მეამბოხე ორგანიზაცია ფარკთან მოლაპარაკებისთვის ვადები დაადგინა.

ჯუან მანუელ სანტოსმა განაცხადა, რომ კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებთან, იგივე ფარკთან, მოლაპარაკებები მომავალი წლის ნოემბერს მიღმა არ უნდა გაგრძელდეს.

„თუ ფარკს ნამდვილად სურს კონფლიქტის დასრულება, ტყვიებიდან საარჩევნო ბიულეტენებზე გადასვლა, დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის მიღება, მათ ჩვენი მხრიდან მხოლოდ ხელშეწყობა ექნებათ. ხოლო თუ ისინი რევოლუციური სულისკვეთებით მოდიან მოლაპარაკებებზე და კონსტიტუციის შეცვლა სურთ, ჩვენს შორის მშვიდობა არ იქნება.“

მხარეებს შორის მოლაპარაკებები ნორვეგიაში ოქტომბერში დაიწყო და ამჟამად კუბაში გრძელდება.
XS
SM
MD
LG