„ალ-ყაიდას“ ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.
„ამერიკასა და პაკისტანს შორის თანამშრომლობის გაგრძელება უმნიშვნელოვანესია, რადგან ბინ ლადენის სიკვდილით არ სრულდება ბრძოლა ტერორის სინდიკატთან იგივე ალ-ყაიდასთან“- განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
მისი თქმით, „ბინ ლადენმა ასევე ომი გამოუცხადა პაკისტანს. მან მრავალი უდანაშაულო პაკისტანელის მოკვლის ბრძანება გასცა. ბოლო წლებში ჩვენ მთავრობებს შორის თანამშრომლობით გაძლიერდა ზეწოლა თალიბანსა და ალ-ყაიდაზე. და ეს პროგრესი უნდა გაგრძელდეს.“ მან ასევე მოუწოდა თალიბანის მოძრაობას, გაწყვიტონ კავშირი ტერორიზმთან და შეუერთდნენ ავღანეთის მთავრობას ქვეყანაში პოლიტიკუირი პროცესის დაწყებისათვის.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ავღანეთში პოლიტიკური პროცესს, რომელიც ალ-ყაიდას იზოლაციას და ამბოხების დასრულებას ისახავს მიზნად. ასევე ჩვენი გზავნილი იგივეა თალიბანის მიმართაც. მაგრამ დღეს ამ გზავნილს უფრო დიდი რეზონანსი აქვს. თქვენ არ შეგიძლიათ ჩვენი დამარცხება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი, მიატოვოთ ალ-ყაიდა და ჩაერთოთ მშვიდობიან პოლიტიკურ პროცესებში, “ -განაცხადა ჰილარი კლინტონმა.