აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პეკინში ჩინეთის ოფიციალურ პირებთან შესახვედრად იმყოფება. უსინათლო ჩინელი დისიდენტის საქმე სავარაუდოდ გადაფარავს ვიზიტის სხვა თემებს. არსებული მონაცემებით ჩენ გუანგჩენგი აშშ-ის მფარველობის ქვეშ იმყოფება. არცერთ ამერიკელ ოფიციალურ პირს, მათ შორის ჰილარი კლინტონს არ ჰქონია პიდაპირი საუბარი უსინათლო დისიდენტის შესახებ. თუმცა კლინტონმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები მხარეებს შორის დიალოგის დროს აუცილებლად განიხილება. კლინტონის ვიზიტი პეკინში ბევრად ადრე იყო დაგეგმილი ვიდრე ჩენის ისტორია განვითარდა. მასთან ერთად ჩინეთში ხაზინის დეპარტამენტის მდივანი ტიმოტი გეიტნერიც იმყოფება, რომელიც ჩინელ კოლეგებთან ვაჭრობისა და მონეტარულ თემებს განიხილავს.