ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ბირთვული პროგრამის განხილვა სტამბოლშია დაგეგმილი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ვშინგტონი ირანისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელის მოლაპარაკებებზე, რომელიც აპრილის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. ირანმა თავისი ბირთვული პროგრამა გამჭვირვალედ უნდა აწარმოოს და ამასთან, ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
მან ასევე დასძინა, რომ პრეზიდენტი ობამა და მისი დასავლელი პარტნიორები მზად არიან ხელი შეუშალონ ირანს ბირთვული იაღაღის შექმნაში. თუმცა ჯერ კიდევ რჩება ადგილი დიპლომატიური მოლაპარაკებებისა და სანქციების გზით მიზნის მიღწევისთვის.
მოლაპარაკებები სტამბოლში იგეგმება და 13-14 აპრილს გაიმართება.

XS
SM
MD
LG