პანდემიის გამო, სკოლების და კოლეჯების დამამთავრებელი ცერემონიები, თუ გამოშვების საღამოები წელს უმეტესად გაუქმდა, ზოგან ვირტუალურად, ან მანქანიდან გადმოუსვლელად ჩატარდა. ახალგაზრდები დანაკლისის შევსებას სხვადასხვა გზით ცდილობდნენ, თუნდაც მხოლოდ ბუშტებით და ფოტოსესიებით.