ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ემიგრანტები საემიგრაციო რეფორმის მოლოდინში არიან


გასულ წელს ამერიკის საემიგრაციო და ნატურალიზაციის დეპარტამენტში 700 ათასმა ადამიანმა დადო აშშ-ს მოქალაქის ფიცი, მათგან 84 ათასი ნიუ იორკიდან იყო

ვიდრე შეერთებული შტატების კონგრესი საემიგრაციო რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავს, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ხდება ამერიკის მოქალაქე. მაგალითისთვის, გასულ წელს ამერიკის საემიგრაციო და ნატურალიზაციის დეპარტამენტში 700 ათასმა ადამიანმა დადო ამერიკის მოქალაქის ფიცი. მათგან 84 ათასი ნიუ იორკიდან იყო. ბერნარდ შუსმანი მოგვითხრობს.

ჯერ კანონი არ არის მიღებული, თუმცა სავარაუდოდ კანონის მიღებამდე ერთი თვით ადრე სიტუაცია უკვე საინტერესოდ ვითარდება.

საემიგრაციო კანონი ბევრ საფიქრალს უჩენს მათ, ვინც მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული თემით არის დაინტერესებული.

ნიუ იორკის სითი-ინსტიტუტის საემიგრაციო მომსახურების სამსახურში უამრავი ადამიანი რეკავს ყოველდღიურად საემიგრაციო კანონთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის მისაღებად.

მოხალისეები ყველა სფეროდან, მათ შორის ისინიც, რომლებიც სულ ახალხან გახდნენ ამერიკის მოქალაქეები, საემიგრაციო თემატიკით დაინტერესებული ადამიანების დასახმარებლად მზად არიან.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაინტერესებული ემიგრანტების ზარებს პასუხობენ.

ერთ-ერთი მოხალისე ამბობს, რომ ესპანურენოვანი და ბრაზილიელი წარმოშობის ადამიანების ზარებს პასუხობს, ანუ იმათ ვინც პორტუგალიურ ენაზე საუბრობენ. ზარები ძირითადად ნიუ იორკიდან შემოდის, თუმცა აიდაჰოს შტატიდანაც დაურეკავთ.

ნიუ იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა მოხალისეებს განუცხადა, რომ ამ პროგრამით მართლა პოზიტიური საქმე კეთდება.

მაიკლ ბლუმბერგი: ქვეყანას უფრო მეტი ემიგრანტი სჭირდება. მათ ეძლევათ შანსი რომ ამერიკის სახელმწიფოს მშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა. ვაშინგტონზეც სწორედ ის ადამიანები ზრუნავენ, რომლებმაც ეს ქვეყანა ააშენეს და ჩვენს მომავალს წარმოადგენენ.

პროგრამას თავის შედეგი მართლაც აქვს. ემა დაიერი, პანამის რესპუბლიკიდან ემიგრირებული ქალბატონია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის მოქალაქე გახდა. მან ამ პროგრამის შესახებ ტელევიზორიდან შეიტყო.

ემა დაიერი: იყო ამერიკის მოქალაქე ნიშნავს შენი ხმის გამოყენებას და იმას რომ ცვლილებების განხორციელება შეგიძლია.

ეს ფურცელი, რომელსაც პასპორტი ჰქვია, ბევრ შესაძლებლობას ნიშნავს. პირველი პრივილეგია არის ის რომ ნებისმიერ აეროპორტში შემიძლია წავიდე, ვიყიდო ბილეთი და ვიმოგზაურო, უკან კი დამატებითი კითხვების გარეშე დავბრუნდე, რადგან ხელში ამერიკული პასპორტი მაქვს.

მთავარი მიღწევა სწორედ ეს ქაღალდის ფურცელია. თითქმის ყოველ კვირას ნიუ იორკში ამერიკის ახალი მოქალაქეები ფიცს სწორედ მის მისაღებად დებენ. ფიცის მიღების ცერემონია, მსოფლიოს 32 სხვადასხვა ქვეყნის 150 წარმომადგენლისთვის, რომლებიც ამერიკის მოქალაქეები გახდნენ, ერთდროულად სიხარულის და ცრემლების დღე იყო. ამ ბედნიერი ადამიანების ნაწილი განიდან, ვენესუელიდან და საფრანგეთიდან იყვნენ.

შადრაკ დუგბატი: რომ ამ დღეს დიდი ხანია ველოდი. ამერიკის მოქალაქეობას სათუთად გავუფრთხილდები.

აქსელ ზემული: ბევრი სხვადასხვა ერის წარმომადგენლის მსგავსად იყო ამერიკელი, მითუმეტეს ქალაქ ნიუ იორკში, ძალიან ბევრს ნიშნავს.

ჰელენ ალონსო: ამერიკის მოქალაქეობას სპეციალური ცერემონიის დროს განიჭებენ. ეს ემოციურიც არის, რადგან უკვე ძალიან გიყვარს ეს ქვეყანა. ყველას უყვარს შეერთებული შტატები.

ეს ახალი მოქალაქეები ამერიკის სახეს წარმოადგენენ. ეს არის მსოფლიოს ყველა კუთხის ემიგრანტებისგან შექმნილი ერი და ბევრისთვის ეს ყველაფერი ერთი სატელეფონო ზარით დაიწყო.
XS
SM
MD
LG