ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ჩინური პასპორტები კვლავ დავის საგანია


მანილა აცხადებს, რომ ჩინეთის მოქალაქეებს ფილიპინებში შესვლისას ვიზა პასპორტებში კი არ ჩაებეჭდებათ, არამედ ცალკე ფურცლის სახით მიეცემათ

ფილიპინები აზიის მეორე ქვეყანაა, რომელიც აპროტესტებს ჩინეთის ელექტრონულ პასპორტებში რუკის დაბეჭდვას, რომელზეც სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო წყლები ჩინეთის სახელმწიფო საზღვრებშია მოქცეული.

ოთხშაბათს, ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მსგავსი რუკის პასპორტში განთავსება პეკინის მიერ ტერიტორიული საკუთრების ლეგალიზებას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვის ამ ნაწილზე პრეტენზია ფილიპინებს, მალაზიას, ტაივანს და ვიეტნამს აქვთ.

მანილა აცხადებს, რომ ჩინეთის მოქალაქეებს მათ ქვეყანაში შესვლისას ვიზა პასპორტებში კი არ ჩაებეჭდებათ, არამედ ცალკე ფურცლის სახით მიეცემათ. მანილა ასევე აპირებს პეკინს ოფიციალური საპროტესტო წერილი გაუგზავნოს.
XS
SM
MD
LG