ვაშინგტონი —
ჩინეთის ხელისუფლებამ დღეს კიდევ ერთხელ დაიცვა მთავრობის პოზიცია, განაცხადა რა, რომ ტიანანმენის მოედნის ტრაგედიის კრიტიკოსთა დაპატიმრება „კანონიერი აქტს“ წარმოადგენს. 25 წლის წინ ჩინეთში, პეკინის ტიანანმენის მოედანზე სამხედროებმა იერიში დემოკრატიის მომხრეთა დემონსტრაციაზე მიიტანეს, რის შედეგადაც ასობით შეუიარაღებელი მოქალაქე დაიღუპა.
იუბილის მოახლოებასთან ერთად ჩინეთში ათეულობით აქტივისტი დაატყვევეს ან შინაპატიმრობაში ამყოფებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დისიდენტების დაპატიმრებასთან დაკავშირებით დღეს განაცხადა, რომ „ჩინეთში მხოლოდ კანონდამრღვევები არიან და არ არსებობენ ე.წ. დისიდენტები“.