ვიეტნამი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ახალ საზღვაო პატრულს ამატებს. სახელმწიფო კომპანიამ, „პეტრო-ვიეტნამი“, რომელიც ენერგორესურსებს მართავს, განაცხადა, რომ ჩინური ხომალდები სადავო ტერიტორიულ წყლებში მათ გემებს საბოტაჟს უწყობს. კერძოდ, ჩინეთის თევზმჭერმა ხომალდმა გასულ კვირას კომპანიის კუთვნილი გაყვანილობები ჩაჭრა. მათი აღდგენა უკვე მოხდა, თუმცა ფაქტი შეფასდა, როგორც „აშკარა შეჭრა ვიეტნამის წყლებში“.
სახელმწიფო მედიის განცხადებით, ე.წ. „საზღვაო მეთვალყურეობის ძალებს“ აქვთ იმის უფლებამოსილება, რომ 370-კილომეტრიან ეკონომიკურ ზონაში ნებისმიერი უცხო ქვეყნის ხომალდი და მისი ეკიპაჟი დააკავონ. „საზღვაო მეთვალყურეობის ძალების“ განთავსება აღნიშნულ ტერიტორიაზე 25 იანვარს დაიწყება.
ვიეტნამი, ფილიპინები და დანარჩენი აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ჩინეთს ტერიტორიების მითვისებისთვის მზარდ აგრესიაში დებენ ბრალს. სამხრეთ ჩინეთის ზღვის აღნიშნული ზონა ტვირთის გადაზიდვებისთვის არის მნიშვნელოვანი და სავარაუდოდ ენერგორესურსებითაც მდიდარია.