ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შარლოტსვილელი ნაციონალისტი დემონსტრანტი პოლიციას ჩაბარდა


თეთრკანიანი ნაციონალისტების მიერ შარლოტსვილში, ვირჯინიის უნივერსიტეტის კამპუსზე გამართული აქციის ერთ-ერთი დემონსტრანტი ქრისტოფერ ქენთველი ოთხშაბათს პოლიციას ჩაბარდა.

ქენთველს პოლიცია სამი მუხლის დარღვევისთვის ეძებდა, ესენია ცრემლსადენი გაზის უკანონოდ გამოყენება და სხეულის დაზიანება.

ქენთველმა აღიარა, რომ ვირჯინიის უნივერსიტეტში გამართულ დემონსტრაციაზე, არეულობამდე ერთი დღით ადრე, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მან აღნიშნა, რომ იმ მომენტში თავს იცავდა.

შარლოტსვილში კონტრ-დემონსტრაციების მონაწილეების დაპირისპირებისას, ხალხში ავტომობილი შეიჭრა, რომელმაც 32 წლის ჰედერ ჰაიერი იმსხვერპლა. შეჯახებისას 19 ადამიანი დაშავდა.

ავტომანქანის მძღოლი-ჯეიმს ფილდსი მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.


Facebook Forum

XS
SM
MD
LG