ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ზანგები-ველურები" - იყო თუ არა პრეზიდენტის გამონათქვამი რასისტული?


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა ფინანსთა სამინისტროში საჯარო გამოსვლისას, რომელიც მთელი საქართველოს მაშტაბით, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მოულოდნელად იხმარა რასისტული სიტყვა - "ზანგები", შემდეგ კი, ამას "ველურებიც" დაუმატა. ამ დროს, პრეზიდენტი საბაჟოს უფროსს და პრემირ-მინისტრს საბაჟო პუნქტებზე შექმნილ სიტუაციაზე ესაუბრებოდა.

პრეზიდენტი: საფრანგეთში ხართ ნამყოფი?

საბაჟოს უფროსი: არა

პრეზიდენტი: ინგლისში ხართ?

მაშინ, ჩვენ ზანგები ვართ?! თუ რა ?! რატომ ვიქცევით ველურებივით ამიხსენით?!“
მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტი

საბაჟოს უფროსი: კი

პრეზიდენტი: რამდენჯერ?

საბაჟოს უფროსი: ორჯერ

პრეზიდენტი: საზღვარზე რამდენჯერ გაუხსნიათ თქვენი ჩანთა?

საბაჟოს უფროსი: არცერთხელ

პრეზიდენტი: არცერთხელ! კარგი, ნიკა, ირლანდიაში სწავლობდი ხომ? რამდენჯერ შესულხარ ირლანდიაში?

პრემიერ-მინისტრი: ძალიან ბევრჯერ

პრეზიდენტი: რამდენჯერ გაუხსნიათ შენი ჩანთა?

პრემიერ მინისტრი: თითქმის არცერთხელ

პრეზიდენტი: მაშინ, ჩვენ ზანგები ვართ?! თუ რა ?! რატომ ვიქცევით ველურებივით ამიხსენით?!“

პრეზიდენტის გამოსვლის ეს მონაკვეთი, რამდენად სწრაფადაც დაიბლოკა ნაციონალური მაუწყებლების ეთერში, იმდენად, სწრაფად გავრცელდა ინტერნეტით, სოციალური ქსელების მეშვეობით.

სააკაშვილის პოლიტიკურმა ოპონენტებმა, იმაზეც იზრუნეს, რომ გამოსვლის ეს ნაწილი ინგლისური ტიტრებით განეთავსებინათ "იუთუბზე", სადაც ერთ დღეში მისი ნახვა 35000-მდე მომხმარებელმა შეძლო. ამის შემდეგ, პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა განმარტა, რომ "ზანგები" ქართული იდომატური გამოთქმა არისო:

ქართულ იდიომატურ გამოთქმას არავითარი კავშირი არა აქვს არც რასასთან და არც რასებს შორის განსხვავებასთან“
პრეზიდენტის პრეს-სამსახური

„პრეზიდენტის პრეს-სამსახური იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამონათქვამი შეგნებულად იყო არასწორად ინტერპრეტირებული ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ. პრეს-სამსახური განმარტავს, რომ ქართულ იდიომატურ გამოთქმას არავითარი კავშირი არა აქვს არც რასასთან და არც რასებს შორის განსხვავებასთან“

როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტის რასისტული გამონათქვამი კრიტიკის გარეშე დარჩა მმართველ პარტიაში. პარლამენტარმა პავლე კუბლაშვილმაც "ზანგების" იდიომატურ გამონათქვამად მიიჩნია და "გარკვეული ძალები" თემის გაზვიადებაში დაადანაშაულა.

„ძალიან ცუდია, რომ არიან გარკვეული ძალები, რომლებსაც უნდათ, რომ იდიომატური გამოთქმა გამოიყენონ, როგორც, რაღაც რასიზმის ნიშანი. არანაირ რასიზმზე, რასებს შორის სხვაობაზე არ იყო, აქ მინიშნება; მე ვფიქრობ, რომ ტელეკომპანიები უფრო მეტ დროს უნდა უთმობდნენ იმ პრობლემის გაშუქებას რაზეც პრეზიდენტი საუბრობდა და არა ასეთ თემებს“

იურისტი ლია მუხაშავრია ცალსახად მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოყენებული სიტყვა "ზანგები" ცალსახად რასისტული იყო, სიტყვა "ველურები" კი კიდევ ერთი უხამსობა.

ველურის გარეშეც ძალიან შეურაცხმყოფლად ითვლება ეს ტერმინი ზანგები და ის ამოღებულია ამერიკის კონტინენტზე. არათუ საჯარო გამოსვლებში, არამედ ყოფით ურთიერთობებშიც კი ადამიანები ამ სიტყვას არ იყენებენ“
ლია მუხაშავრია, იურისტი

„პრეზიდენტის პრეს-ცენტრის განცხადება ამ შემთხვევას ვერ შეამსუბუქებს. ვერანაირ კონტექსტს ვერ მოუძებნით თქვენ იმ წინადადებას გასამართლებლად, სადაც ერთდროულად არის ნახმარი სიტყვა ზანგიც და ველურიც.

ველურის გარეშეც ძალიან შეურაცმხყოფლად ითვლება ეს ტერმინი და ის ამოღებულია ამერიკის კონტინენტზე. არათუ საჯარო გამოსვლებში, არამედ ყოფით ურთიერთობებშიც კი ადამიანები ამ სიტყვას არ იყენებენ.“

მწერალი შოთა იათაშვილიც არ დააკმაყოფილა იმ განმარტებებმა, რაც პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა გააკეთა.

„საბჭოთა პერიოდში ძალიან მიღებული გამონათქვამი იყო - ჩვენ ზანგები ხომ არ ვართ, ასე ვთქვათ, ძველ ბიჭურ და ქუჩურ გამონათქვამებს შორის და ეს შეიძლებოდა ბევრგან მოგესმინა.

მაგრამ, პრეზიდენტის პასუხისმგებლობა ის არის, რომ ეს წამოცდენაც რომ იყოს, მან სწრაფად უნდა გაანალიზოს ეს ყველაფერი და რაღაცნაირად ჩაასწოროს ან იუმორში გადაიყვანოს. მან ამ შემთხვევაში, ეს კი არ გააკეთა, არამედ კიდევ უფრო განავრცო ეს თემა და ზანგებს ველურები მიუმატა.

ზანგები - რა თქმა უნდა, დისკრიმინაციულია იმ გაგებით, რომ 99%, ვინც ამ სიტყვას წარმოთქვამს, მას აძლევს დამამცირებელ ინტონაციას.“

საქართველოში სერიოზული კვლევა რასისზმთან დაკავშირებით არასოდეს ჩატარებულა. თუმცა რასისტული რეციდევები ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ ხშირად გვხდება, ამ ფონზე, ქვეყნის პირველ პირს, საჯარო გამოსვლების დროს, სულ ცოტა მეტი დაფიქრება მართებს.

XS
SM
MD
LG