კუბის ყოფილი ლიდერი, 89 წლის ფიდელ კასტრო მიანიშნებს, რომ ის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას დიდი ენთუზიაზმით არ ხვდება. „ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები იმპერიისგან“ - აცხადებს ის. ფიდელ კასტრომ 2008 წელს კომუნისტური კუბის ლიდერობა უმცროს ძმას რაულ კასტროს გადააბარა. წერილი სათაურით „ძმაო ობამა“ დღეს სახელმწიფო მედიაში გავრცელდა.
მიმართვაში ფიდელ კასტრომ კუბის ისტორიაზე ისაუბრა, ესპანეთის კოლონიური ეპოქით დაიწყო და 1961 წელს მისი ძალაუფლების დამხობის წარუმატებელი მცდელობაც ახსენა. კუბის ყოფილი ლიდერი პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეტ დაფიქრებას ურჩევს და მოუწოდებს „კუბის პოლიტიკის შესახებ თეორიების განვითარებას ნუ შეეცდება“. ფიდელ კასტრო დღესაც თვლის, რომ კუბას შესწევს უნარი „საკუთარი საკვების წარმოების და მატერიალური დოვლათის შექმნის, თავისი ხალხის შრომის და გონებრივი შესაძლებლობების ხარჯზე“.
პოპულარული
1