14 ნოემბერს, ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან პირველ პრესკონფერენციას უმასპინძლა. პრეზიდენტს საშინაო და საგარეო პოლიტიკის არაერთ საკითხზე სთხოვეს კომენტარის გაკეთება. საერთაშორისო საკითხებიდან, ჟურნალისტთა ყურადღება სირიაში არსებულ სიტუაციაზე და ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეჩერდა.
როგორც „ამერიკის ხმის" თეთრი სახლის კორესოპონდენტი, დენ რობინსონი მოგვითხრობს, ამერიკელ ლიდერს სირიაში არსებული ვითარების შესახებ ჰკითხეს. შეკითხვის ავტორი დაინტერესდა - აპირებდა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ახლად ჩამოყალიბებული სირიული კოალიციის აღიარებას.
საპასუხოდ, ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ეს მოვლენა მისთვის იმედისმომცემი იყო და დასძინა, რომ ამერიკელი ელჩები ახალ კოალიციასთან მოლაპარაკებას მალე დაიწყებდნენ. თუმცა, პრეზიდენტს არაფერი უთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აპირებას ამერიკა, ეს ჯგუფი ოფიციალურად აღიაროს, ისე როგორც ეს რამდენიმე დღის წინ საფრანგეთმა გააკეთა.
ამასთან, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონს სურს - სირიის ერთიანმა ოპოზიციურმა ჯგუფმა ღიად დააფიქსიროს კონკრეტული პრინციპების მხარდაჭერა.
ბარაკ ობამა: „ჩვენ, ჯერჯერობით, მზად არ ვართ ეს ჯგუფი ვაღიაროთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს კოალიცია ფართო, რეპრეზენტატიული ჯგუფია. ერთ-ერთი შეკითხვა, რომელზეც პასუხის მიღებას შევეცდებით არის ის, რომ ეს ოპოზიცია სირიის დემოკრატიული განვითარების იდეას დაემორჩლოს - სირიისა, რომელიც ინკლუზიური და ზომიერი გეზის მიმდევარი იქნება.“
პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ ამერიკას არ სურს დანაწევრებული და გახლეჩილი ოპოზიცია იხილოს მაშინ, როდესაც ასადის რეჟიმი სირიელი ხალხის ხოცვა-ჯლეტას აგრძელებს.
ობამას შეფასებით, შეერთებული შტატები მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს თურქეთთან, იორდანიასთან და ისრაელთან, რომელსაც სირიიდან ქიმიური იარაღის შესაძლო გადინება აღელვებს.
ამ განცხადებით, მან უპასუხა შეკითხვას, რომელიც ამერიკის მხრიდან სირიის ოპოზიციის შესაძლო შეიარაღებით დაინტერესდა. „ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ასაღებდნენ თავს ექსტრემისტები ოპოზიციად. განსაკუთრებით ფრთხილად ვიქნებით, თუ დავიწყეთ ფიქრი ოპოზიციის შეიარაღებზე, რომ არაპირდაპირ ჩვენი დახმარება იმ პირების ხელში არ აღმოჩნდეს, რომლებიც ამერიკას, ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, ზიანს უქადიან ან ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებენ,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ობამამ.
ობამას ირანის ბრთვულ პროგრამაზეც ჰკითხეს, როდესაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რამდენად აპირებდა ვაშინგტონი დიპლომატიური მოლაპარაკებებით მოეგვარებინა ეს პრობლემა.
პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის დრო ჯერ კიდევ რჩება.
შეკითხვას, თუ რა ვითარებაში შეიძლება პირდაპირი დიალოგის წარმართვას ველოდეთ ირანსა და ამერიკას შორის, ობამამ პასუხი არ გასცა თქვა რა, რომ ეს მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროების ტოლფასი იქნებოდა. თუმცა, დასძინა, რომ ამერიკა არ აპირებს დიპლომატიური პროცედურებითა და სხვადასხვა პროტოკოლური წინაღობით შეფერხდეს, როდესაც ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებას გადაწყვეტს.