ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა 


ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მონარქი გარდაიცვალა. ინფორმაციას, ელისაბედ მეორის გარდაცვალების შესახებ სამეფო ოჯახი ადასტურებს.

"ბალმორალში, დედოფალი მშვიდ გარემოში გარდაიცვალა,"- წერია სამეფო ოჯახის განცხადებაში. ელისაბედ მეორე 96 წლის იყო. წელს დედოფალმა ტახტზე ასვლის სამოცდამეათე იუბილე აღნიშნა და გაერთიანებულ სამეფოში საზეიმო ღონისძიებები და აღლუმი გაიმართა.

მანამდე გასულ წელს, 2021 წლის 9 აპრილს დიდი ბრიტანეთის პრინცი ფილიპი გარდაიცვალა.

დედოფლის გარდაცვალების შემდეგ ტახტს, ელისაბედ მეორის ვაჟი, 73 წლის ჩარლზი იკავებს და ავტომატურად ხდება გაერთიანებული სამეფოს და სხვა სახელმწიფოთა, მათ შორის ახალი ზელანდიის, კანადის და ავსტრალიის მეფე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG