ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ავტოწარმოება


მოსკოვი იმედოვნებს, რომ წელს ავტომობილების გამოშვებით საბჭოთა წარმოების პიკს მიაღწევს.

რუსეთში ავტოინდუსტრია აღმავლობის გზაზეა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის დამოკიდებულებას ნავთობზე და გაზზე, ინდუსტრიალიზაციის პროცესი ცვლის. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი არკვევდა.

პოსტსაბჭოთა რუსეთში ინდუსტრიალიზაციის ჩავარდნა აშკარა იყო. თუმცა, სანკტ-პეტერბურგის მახლობლად დაფუძნებული ამერიკულ „ჯენერალ მოტორსს“ წარმოების გასამმაგების იმედი აქვს. რომოლდ რიტვინსკი რუსეთში კომპანიის მენეჯერია. ის ამბობს, რომ კომპანია მსოფლიო კლასის ავტომობილებს უშვებს.

„ვამაყობ, როდესაც ჩვენი კომპანიის გამოშვებულ ავტომობილებს ვუყურებ. პროდუქციის ხარისხი ისეთივე მაღალია, როგორიც დასავლეთ ევროპის საუკეთესო ქარხნებში,“ - ამბობს რიტვინსკი.

რუსეთი იმედოვნებს რომ წელს ავტომობილემის გამოშვებით საბჭოთა წარმოების პიკს მიაღწევს. 1985 წელს საბჭოთა კავშირმა 2.2 მილიონი ავტომობილი გამოუშვა. შვედი ეკონომისტი ანდერს ასლუნდი ამბობს, რომ ავტოწარმოების აღორძინება რუსეთში ინდუსტრიალიზაციის აყვავების ნიშანია და ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა შესაძლოა ამ სფეროში მოწინავე გახდეს.

„ნავთობზე ფასები მცირდება და რუსეთი ამ ცვლილებას ერგება. ის ფულს ავტოწარმოებაში აბანდებს,“ - ამბობს ასლუნდი.

სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ გაზის ექსპორტის მონოპოლისტია. კომპანია ევროპელ მომხმარებელს ფასდაკლებას სთავაზობს. იმ დროს, როდესაც მსოფლიოში ნავთობის და გაზის წარმოება იზრდება, რუსულ ენერგომატარებლებზე არსებული ბუმი დასასრულის უახლოვდება. უცხოელი ინვესტორები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთი ინდუსტრიალიზაციას განავითარებს.
„ექსკლუზიური მაღალი ფასი შემცირდება და ჩვენ უფრო ფართო ეკონომიკური რეფორმების მოწმე გავხდებით. წარმოების ბევრი დარგი მნიშვნელობას შეიძენს,“ - ამბობს ეკონომისტი ასლუნდი.

იმ დროს, როდესაც ევროპა რეცესიაში ეფლობა, რუსეთში ეკონომიკური ზრდაა. არსებული პროგნოზით, რუსული ეკონომიკის წლევანდელი მაჩვენებელი 3.5 პროცენტს მიაღწევს. ბერნი საჩერი რუსეთში მოქმედი ამერიკელი ბიზნესმენია.

„სხვადასხვა მიზეზების შედეგად რუსეთში ზრდა გრძელდება. სავარადოდ ეს ზრდა გაგრძელდება და ევროკავშირის დონეს მიაღწევს, გადააუსწრებს შეერთებული შტატების ეკონომიკურ ზრდას და ბრაზილიაზე უკეთესი მაჩვენებელიც ექნება, რომელსაც ასევე მზარდი ეკონომიკა გააჩნია,“ - ამბობს საჩერი.

ენერგომატარებლებზე ფასების შემცირების ფონზე, კრემლის გზავნილი რუსეთის რეგიონების მმართველებისადმი მარტივია - მათ წარმოებაში ინვესტიციების წახალისება უნდა განახორციელონ.

„ვიდრე რუსეთში ჩამოვიდოდი, მეუბნებოდნენ, რომ აქ ვითარება არაპროგნოზრებადი იყო და კომპანიის წარმოებას ჩავარდნა ელოდებოდა. ორი წელია აქ ვართ და არანაირი ჩავარდნა არ ყოფილა, მასალების კარგი მოწოდება გვაქვს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია და ყველა ნებართვას დროულად ვიღებთ,“ - ამბობს „ჯენერალ-მოტორსის“ წარმომადგენელი რიტვინსკი.

ჯერჯერობით, რუსეთის ეკონომიკა ისევ ნავთობის და გაზის ფასებზეა დამოკიდებული, თუმცა მისი მომავალი მრეწველობის განვითარებაზეა დაფუძნებული.
XS
SM
MD
LG