ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალია რიო დეჟანეროში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს


ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტი რიო დეჟანეროში დაგეგმილ უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კვირას პარალიმპიელი სპორტსმენი და მისი თერაპევტი შეიარაღებულმა პირმა გაძარცვა.

„რიოს ორგანიზატორებს უსაფრთხოების ზომების დაუყოვნებლივ გამკაცრება მართებთ. ამ თემაზე ჩვენ მათ უკვე მივწერეთ,“ განაცხადა კიტი ჩილერმა, ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტის მისიის ხელმძღვანელმა.

ავსტრალიის კომიტეტის განცხადებით ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რიოში სპორტსმენებს თავს დაესხნენ და ორგანიზატორებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ოლიმპიური თამაშები რიოში 5 აგვისტოს, პარაოლიმპიადა კი 7 სექტემბერს იწყება.

XS
SM
MD
LG