ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზიურ ბაზრებზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა


ანალიტიკოსები აქციების ფასების დაცემას ეგვიპტეში მიმდინარე არეულობებით და გლობალური ეკონომიკური დაღმასვლით ხსნიან

აზიურ ბაზრებზე აქციების ფასები დღეს მკვეთრად დაეცა. იაპონიაში „ნიკეის“ ინდექსი 0.3 პროცენტით, სამხრეთ კორეაში კი „კოსპი“ 1.6-ით დავარდა. ანალოგიური მდგომარეობაა ჰონგ კონგში.

ანალიტიკოსები ბოლო რამდენიმე თვის ყველაზე მძაფრ ვარდნას ეგვიპტეში მიმდინარე არეულობას და გლობალურ ეკონომიკურ დაღმასვლას აბრალებენ. ჩინეთმა, მსოფლიოს ზომით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანამ, ეკონომიკური განვითარების შენელება აჩვენა, ევროპაში კი რეცესია ღრმავდება.

ეგვიპტეში მზარდი დაძაბულობა ინვესტორების დიდ შეშფოთებას იწვევს. რეგიონიდან საწვავის მიწოდების შესაძლო შეფერხებამ ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია და ერთ ბარელ ნავთობზე 100 დოლარს გადააჭარბა. მართალია, ეგვიპტე ნავთობის მთავარი მიმწოდებელი არ არის, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირება სუეცის არხზე ოპერაციებს შეფერხებით ემუქრება. არხი კი ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მარაგის მთავარ გამტარად ითვლება.
XS
SM
MD
LG