ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშაბათს ეშტონი თურქეთში ჩადის


სამშაბათს ეშტონი თურქეთში ჩადის
სამშაბათს ეშტონი თურქეთში ჩადის

მხარეების შეხვედრის მიზანი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები იქნება.

სამშაბათს თურქეთში პირველ ოფიციალურ ვიზიტს იწყებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მთავარი რწმუნებული კეტრინ ეშტონი. თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგობას აწყდება. ამ ფონზე, ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯოუნსი სტამბოლში ცდილობს გაარკვიოს თუ რამდენად ჭეშმარიტია კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა იქონია ევროპის წინააღმდეგობამ თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე.

ევროკავშრის ლიდერებისა და თურქეთის ისტაბლიშმენტის წევრებს შორის შეხვედრას კრიტიკული მნიშვნელობა აქს თურქეთის მომავლისთვის.

იმისათვის, რათა ბლოკის წევრი გახდეს, თურქეთმა ევროკავშრის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. სულ აქ 35 თავია. 12ზე უკვე მუშაობა მიმდინარეობს. 8 კი მთლიანად დაბლოკილია, რამეთუ ანკარას არ მოუნდომებია კვიპროსთან საზღვრის გაღება.

ჩენგიზ ახთარი, ბაჰჩეშერის უნივერსიტეტიდან, რომელიც ევროკავშირის საკითხებზე მუშაობა აცხადებს, რომ თურქეთის განაცხადი ბლოკში გაწევრიანების მიმართულებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია:

ჩვენ ვაგებთ. ან არადა პროცესი ჩიხშია შესული. არ ვფიქრობ,, რომ ევროპელები აცნობიერებენ იმას, თუ რას აკეთებენ. ისინი საკუთარი პრობლემებით არიან გარემოცულნი--ეკონომიკური კრიზისიდან დაწყებული სხვა შიდა საკითხებით დამთავრებული. თურქეთს ისინი ნელნელა კარგავენ.“

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა და ხორვატიამ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი ერთიდაიმავე დღეს, 2005 წელს გამოხატეს. ხორვატიამ ყველა პუნქტის შესრულება დაიწყო და როგორც მოსალოდნელია წლის ბოლოს ყველა პირობა დასრულებული ექნება.

ასეთ აშკარა კონტრასტს ორი ქვეყნის განაცხადს შორის ჩუმად როდი ხვდება თურქი ხალხი. ამასვე ამბობს თურქი ჟურნალისტი სემი იდიზი:

„ათიდან შვიდი თურქი კითხვის ქვეშ აყენებს იმას, თუ რამდენად გულწრფელია ევროკავშირი თურქეთის საკითხში. ჩემი ღრმა რჩმენით, ჩვეულებრივი თურქი მოქალაქე ევროპის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. და თუკი მთავრობა მართლაც მიდის მოლაპარაკებებზე მხოლოდ იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს.“

შედეგად, ანკარამ შესაძლოა მართლაც შეცვალოს თავისი ორიენტირები. თურქეთის მთავრობამ ცოტა ხნის წინა დაიწყო ახლო აღმოსავლელ მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესება და საკმაოდ ამბიციურ პროგამას შეუდგა ამ მიმართულებით.. ამ ქვეყნებს შორის არის სირია და ირანი. ანკარამ უკვე გააფორმა უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ამ ქვეყნებთან.

და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს არც გაეროს სანქციების მიმართ ირანის საკითხში თურქეთის უარყოფითი დამოიკიდებულებაც. ამგვარმა განწყობამ უკვე არაერთი ექსპერტი და სახელმწფოს მეთაური დააეჭვა.

ივნისში, ევროპაში გამართული შეხვედრისას, ამერიკის თავდაცვის მინისტრმა რობერთ გეითსსა განაცხადა, რომ თუკი თურქეთი მართლაც იცვლის ორიენტაციას, მაშინ ეს ევროპის დამსახურებაა.

„თუკი სინამდვილეს შეესაბამება ის მოსაზრება, რომ თურქეთი აღმოსავლეთისკენ მიემიართება , მაშინ პირადად მე ვფიქრობ, რომ თურქეთი გავრიყეთ და შედეგად ამგვარ ორიენტაციას ვიმკით. ფაქტობრივად, თურქეთს წავართვით ყველანაირი ორგანული კავშირი დასავლეთთან, ის ხიდი, რომელსაც ანკარა ასე ელტვოდა.“

ამ ფონზე, თურქეთი უარყოფს რომ იგი დასავლეთს და ევროპას ზურგს აქცევს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აგმად დავუთოღლუმ გასულ კვირას ლონდონში გაიმეორა რომ რომ თურქეთის მთავრობისა და პირადად მისი მოღვაწეობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანება ნომერ პირველი პრიორიტეტია.

მიუხედავად ამისა, დამკვირვებლები ფიქრობენ, რომ ევროკავშირის ლიდერების მომავალი ვიზიტ თურქების უკმაყოფილების ფონზე ჩაივლის. ჩინგიზ ახტარი აცხადებს, რომ ბრუსელმა სწრაფად უნდა იმოქმედოს.

„თუ ევროპას მართლაც სურს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა, პირდაპირ უნდა დააფქსირონ ამის შესახებ და თქვან, თუ ზუსტად როდის გახდება თურქეთი კავშირის წევრი. ჩვენ სწორედ ამგვარი კომუნიკაცია გვჭირდება ახლა.“

თუმცა ამ ფონზე, მაშინ როცა ევროკავშრის წევრი სახელმწფოების გარკვეული ნაწილი უზარმაზარი საბიუჯეტო და სხვა შიდა პრობლემების წინაშე დგას, დამკვირვებელები არ გამორიცხავენ, რომ ბლოკის შიგნით ენთუზიაზმი კიდევ უფრო შესუსტდება შედარებით ღარიბი, 70თ მილიონიანი თურქეთის გაწევრიანების მხარდასაჭერად და როგორც ჩანს, ბლოკის გაფართოების შემდეგ დაწყებული ყველაზე დიდი კონტროვერსია კიდევ დიდ ხანს გასტა

XS
SM
MD
LG